რეგისტრირებული ფაქტები87614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს ოლ. დიდებულიძის მიერ რუსულიდან თარგმნილი ევტუშევსკის „ქართული არითმეტიკული საანგარიშოები, ანუ გამოსაცნობები ანუ ზადაჩები და რიცხვებითი მაგალითები“, რომელიც რედაქციის აზრით, თავისი ჯიბის გასქელებას უფრო თანაუგრძნობდა, ვიდრე ყმაწილების გონების გავარჯიშებას. წიგნი უზუსტობებითა და არაქართული სიტყვებით იყო გადმოთარგმნილი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 22 ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ განიხილეს მღვდელ სვიმონ ბეგიევის თხზულება „პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილო ეფენდისთან“, რომლის მთავარი გზავნილი მაჰმადიანებში ქრისტიანობის გავრცელებას წარმოადგენს, თუმცა რედაქციის აზრით ეს წიგნი ეკუთვნის იმ წიგნთა სიას, რომელიც ვერასდროს ვერ მიაღწევს თავის მიზანს და პირიქით ავნებენ მას.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“, რომელიც ილია წინამძღვრიშვილსა და ივანე პოლტორაცკს მიუძღვნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კალანდაძე მუშაობდა სესიაშვილების ქარხანაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევგენი სოლომონის ძე აბხაზავა (1918 წელს გარდაიცვალა) იყო პარტიზანული რაზმის უფროსი, შტაბ-როტმისტრი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის იანვარში ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა პარტიზანული რაზმის უფროსი, შტაბ-როტმისტრი ევგენი სოლომონის ძე აბხაზავა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი ელიჩუხუს ძე გიგინეიშვილი იყო ბოლშევიკებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული პარტიზანული რაზმის უფროსის, შტაბ-როტმისტრ ევგენი სოლომონის ძე აბხაზავას ბიძა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გაზეთ „ჩაკატამის“ ცნობით, სომხურ ვილაიეთებში გაგზავნილი დოქტორი ლუთფი არზრუმიდან სტამბოლში დაბრუნდა და თურქული გაზეთის რედაქტორს საქართველოსა და სომხეთის შესახებ ცნობები გადასცა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დოქტორ ლუთფის ცნობით, ქართველები მომხრეები იყვნენ მშვიდობიანად ეცხოვრათ კავკასიის მაჰმადიანებთან და დაღესტანში ძლიერი მთავრობა უნდოდათ, რათა საქართველო დაცული ყოფილიყო ჩრდილოეთიდან. ლუთფის აზრით, ამისათვის თურქული პრესა უნდა ეცადოს, რომ ქართველებით ისარგებლოს მაჰმადიანური პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანს საჩხერის რაიონის საველე შტაბმა 6 წელი კატორღა მიუსაჯა პარტიული პროპაგანდისათვის.

