რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1917 წლებში უცხოელთა თანაგრძნობა თედო სახოკიას იმედს უსახავდა, რომ საქართველოს სახელი პოპულარობას მოიპოვებდა საზღვარგარეთ.
1909
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1909 წელს თედო სახოკიამ ოლივერ უორდროპი ლონდონიდან ნახევარ საათის სავალზე მდებარე სოფელ სევენოკში გაიცნო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომი „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ ცალკე წიგნად გამოიცა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავყრილობა, რომელსაც შიო მღვიმელიც ხშირად ესწრებოდა, იყო ერთადერთი შესახვედრი და დასასვენებლი ადგილი, სადაც შეიძლებოდა პროვინციებიდან ჩამოსულთა ნახვა და ავ-კარგის გაგება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მიმსვლელთაგან არავის ექომაგებოდა გამორჩევით და ამიტომაც ყველას თავის შიოდ მიაჩნდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გარიცხულმა ტიგრან კაჩაროვმა პოლიციაში განაცხადა, რომ 1909 წელს პარტია ნოე ჟორდანიას დავალებების შესრულებაში ყოველთვიურად 50 მანეთს უხდიდა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილეს, ტუსაღ ლექსო ჩუბინიძეს კატორღის დარჩენილი წლები აპატიეს და სახლში დაბრუნდა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს კაპიტანი ერმოლოვი და პორუჩიკი ოთხმეზური მატარებელში ფულის მოპარვისთვის სასამართლომ 4-4 წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წლის იანვარში ბაქოდან კრასნოვოდსკში მიმავალი მატარებელი, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა, გაძარცვეს. პოლიციამ 14 მძარცველი, მათ შორის კაპიტანი ერმოლოვი და პორუჩიკი ოთხმეზური, თბილისში დააპატიმრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს, როცა თევდორე კიკვაძე ოზურგეთში დაბრუნდა, ქალაქის საბჭომ სასწავლო ოლქის წინაშე იშუამდგომლა ოზურგეთში რეალური სასწავლებლის დაარსების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეს სასწავლებლისათვის ბავშვების მომზადება დაავალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ოზურგეთში შექმნილმა კომისიამ, რომელიც ქალაქში რეალური სასწავლებლის გახსნაზე ზრუნავდა, თევდორე კიკვაძეც მიიწვია ამ საქმის განსახორციელებლად.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს გამოქვეყნებულ „მემუარებში“ ბერტა კინსკიმ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1910 წლებში ნინო ჩხეიძემ ვალერიან გუნიას სპექტაკლებში ითამაშა მარგარიტა გოტიე, ბეატრისა და სხვ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1909 წლიდან საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც ჩაწერილები იყვნენ: ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი, თამარა ალექსის ასული ყაზახაშვილი, ანა აბელის ასული აბელაშვილი, ნინო ივანეს ასული როსტომაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ თელავიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია: ელისაბედ ქართველიშვილი, კიკო აბელაშვილი, ილია აფხაიძე, კოტე ტარტარიშვილი, ნიკოლოზ ღუდუშაური და დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლის 30 დეკემბერს აგენტმა ვასილ კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია: გიორგი ბოჭორიშვილი, მიხეილ ცისკარაშვილი, ვასილ ბარნოვი, ივანე კალატოზიშვილი, ნიკიფორე მამინაიშვილი და მიხეილ სოლოვიოვი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აგენტმა ვასილ კახიძემ თელავიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია: ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, ვალერიან იოსების ძე კიკნაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი.

