საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87614

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „უმეცრების ამაყობა“, საიდანაც ვიგებთ, რომ „იმედის“ რედაქტორი დ. გურგენიძე „დედა ენასა“ და „ბუნების კარს“ უხეირო და უსარგებლო წიგნებად მოიხსენიებდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუდადოვის წერილი „უსაფუძვლო წადილი“, რომლითაც ის ეხმაურება ილია ჭავჭავაძის სტატიას „კანონი და ცხოვრება“, რომელშიც განხილული იყო ბატონ-ყმობის გაუქმება საქართველოში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუდადოვის წერილი „უსაფუძვლო წადილი“, რომლითაც ის ეხმაურება ილია ჭავჭავაძის სტატიას „კანონი და ცხოვრება“, რომელშიც განხილული იყო სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა. ხუდადოვის აზრით, ილია ჭავჭავაძე კონკრეტულად და სწორად ვერ გადმოსცემდა ამომწურავ ინფორმაციას თვითმმათველობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „გაზაფხული“.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადეს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილმა, ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძემ და კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა საქარის სანერგის გამგის კარპე მოდებაძის 1919 წლის 14 ნოემბრის წერილი სოფლის მეურნეობის თემატიკაზე „საქარის სანერგე და მომავალი მისი დანიშნულება“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანი იყო ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის პირველ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილამულო ბანკის სხდომა ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე ნ. ღოღობერიძეს სიტყვით მიმართა კირილე ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ბანკი მსესხებელს უსამართლოდ ახდევინებდა პროცენტს, რაზეც თავმჯდომარემ მაგალითების საშუალებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გასცა მომჩინავს, თუმცა კ. ლორთქიფანიძისთვის ეს პასუხი არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე სერგიევი ელიზავეტპოლის მაზრის მსაჯულის მდივანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიევი სიღნაღის საშტატო ექიმი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ბოგდან სიმონის ძე მადათოვი ალექსანდროპოლის სამაზრო მმართველის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე მიხეილ დარახველიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადამიანი უმიზეზოდ ცდილობდა იმისთანა უწესობის აღმოჩენას ბანკის საქმეებში, რაც არ არსებობდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე კონსტანტინე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გარკვეული პირების ცდა, რაიმე სახის დარღვევა აღმოეჩინათ ბანკის საქმიანობაში, მხოლოდ პოლიტიკური ხრიკები იყო და მეტი არაფერი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, მიხეილ დარახველიძე, დავით ნაზარიშვილი და პავლე თუმანიშვილი ბანკის გამგეობის წევრთა ჯამაგირის შემცირებას მოითხოვდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, დაამტკიცეს ბანკის აგენტების ჯამაგირები. პეტერბურგში მყოფ აგენტს დაუნიშნეს 600 მანეთი, ხოლო თბილისში 1 800 მანეთი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, გაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხა 18 006 მანეთი და 8 კაპიკი.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ნიკოლოზ ყიფიანმა საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხის განაწილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქალებო გიმნაზიას იმ პირობით უნდა დახმარებოდნენ თუ ქართულ ენას შესაფერის ადგილს დაუმკვიდრებდნენ ამ გიმაზიაში. ნ. ყიფიანის განცხადებას მამია გურიელმა დაურთო, რომ იმ შემთხვევაში. თუ კრება არ გაითვალისწინებდა ამ მოთხოვნას, საქალებო გიმნაზიას აღარ დაეხმარებოდნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ვასილ ნიკოლოზის ძე აბულაძემ განაცხადა, რომ ყოველგვარი სწავლება მხოლოდ მაშინ შეასრულებდა თავის დანიშნულებას, როცა მშობლიურ ენაზე წარიმართებოდა, ამიტომ აუცილებელი იყო საქალებო და სავაჟო გიმნაზიაში ქართული ენაესწავლებინათ და, თუ საჭირო იქნებოდა, ქართული ენის პედაგოგს ბანკი გადაუხდიდა ჯამაგირს.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტ. ა. ასათიანი ფლობდა კომისიონურ კანტორას, რომელიც მდებარეობდა რუსთაველის გამზ. N 10-ში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 დეკემბერს ინგლისის თემთა პალატაში სხდომაზე დეპუტატმა კენვორტმა საქართველოს შესახებ შეკითხვები შეიტანა.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობის ახალი თავმჯდომარე. კენჭს იყრიდა ნიკოლოზ ღოღობერიძე და მისი მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის ცუდ პიროვნებად წარმოეჩინათ, ამიტომ წამოაყენეს არც თუ ისე ცნობილი პიროვნებების კანდიდატურა, ესენი იყვნენ: დ. თ. ბაქრაძე, ნიკოლოზ დადიანი, კირილე ლორთქიფანიძე და დიმიტრი დადიანი. თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.

1881

ტიპი: ღონისძიება

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის ახალ წევრებად აირჩიეს მიხეილ გიორგის ძე გეგიძე, მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე და ივანე სიმონის ძე მესხი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის ვრცელი სტატია „უმეცრების ამაყობა“, მეორე ნაწილი, რომელიც ერთგვარი პასუხია „იმედის“ რედაქტორ დ. გურგენიძის მიმართ, რომელმაც „დედა ენა“ და „ბუნების კარი“ დაწვრილებით განიხილა და დაიწუნა მათში არსებული ლექსები, მოთხრობები, მათი წყობა და ა. შ.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე თეიმურაზის ძე და ელისაბედ თეიმურაზის ასულ ამილახვრებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ ნაწრეტში მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები, 151 დესეტინა და 1756 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იოსებ დავითის ძე გაბაშვილს დავალიანება ჰქონდა 3099 მანეთი და 65 კაპიკი.