საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87612

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ვახტანგის ძე ჯორჯაძეს დავალიანება ჰქონდა 7583 მანეთი და 9 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ანნა აღაპარუნის ასულ სპანდარიანისას დავალიანება ჰქონდა 26784 მანეთი და 53 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვასილ თევდორეს ძე კადურინს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის კეთილმოწყობილი სახლი და 230 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვასილ თევდორეს ძე კადურინს დავალიანება ჰქონდა 4049 მანეთი და 24 კაპიკი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „სამშობლო ხევსურისა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ მთვარელიშვილის სტატია თელავის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორის, გაიოზ ნაცვლიშვილის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ანტონ ფურცელაძის თხზულების „ვაი მართალთა“ განხილვა, რომელიც ქრისტეფორე მამაცაშვილმა გამოსცა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ყრმათათვის საკითხავი წიგნის „გაზაფხულის“ განხილვა, რომელიც ანთიმოზ ჯუღელმა გამოსცა. წიგნში დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის ლექსები.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, „კოლლეჟსკი სოვეტნიკი“ ვახტანგ გურამოვი, რომელიც იქამდე საგლეხო საქმის სასამართლოში თბილისის აზნაურობის მიერ დანიშნული წევრი იყო, გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: სტატუსი

1866 წელს ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო თავადი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ევგენი ვუჩეტიჩის თხზულების „წითელი ფარანი“ განხილვა, რომელიც გიორგი ანდრონიკაშვილმა თარგმნა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, ნაცვალოვი გახდა „ნადვორნი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, ლავრენტი არდაზიანი, რომელიც მსახურობდა თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიაში, გახდა „ნადვორნი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, ივანე თუმანიშვილი გახდა „კოლლეჟსკი ასსესორი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, საფინანსო დეპარტამენტის ბუღალტერი, მიხეილ ამბარდანოვი გახდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის მიწის მზომავი, როტინოვი გახდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მესამე მომიჯნავე კომისიის მოსამართლე წევრი იოსებ წინამძღვრიშვილი „კოლლეჟსკი სეკრეტარი“ გახდა.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ალექსანდრე ბარიატინსკის თხოვნით, გადაწყდა მიხეილ ვორონცოვის ძეგლის ჩამოსხმა და მტკვრის ხიდზე დადგმა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წელს ალექსანდრე ბარიატინსკიმ ნახა და მოიწონა მიხეილ ვორონცოვის ძეგლი, რომელიც პეტერბურგი-ლონდონი-ფოთის მიმართულებით გემით გააგზავნეს. საბოლოოდ კი თბილისამდეც მიიტანეს.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს რუს სკულპტორს, პიმენოვს დაევალა მიხეილ ვორონცოვის ძეგლის ჩამოსხმა. დაკავებულობის მიზეზით, პიმენოვმა ძეგლის ჩამოსხმა გადადო. მალევე დაუძლურდა და გარდაიცვალა. თუმცა, გარდაცვალებამდე მოასწრო ძეგლის მონახაზის დატოვება, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ძეგლი მაინც ჩამოისხა.

1865

ტიპი: ღონისძიება

1865 წლის 15 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა კავკასიის არმიის ჯარებს აცნობა, რომ თბილისში გაიხსნა საქვეითო იუნკერის სკოლა, რომელიც აღჭურვილი იყო 200 მოსწავლის მისაღებად.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, კონსტანტინე ორლოვსკი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, შუმლიანსკი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს კავკასიის რწმუნებულის სამმართველოში მიღებული ბრძანების მიხედვით, დოლინსკი ორდენით დააჯილდოვეს იმის გამო, რომ ის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა გლეხების ბატონ-ყმობისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 19 ივნისს რუსეთის დიდი მთავარი ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვი დაინიშნა ახალციხეში განლაგებული 77-ე ქვეითი პოლკის ხელმძღვანელად.