საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განსახილველად წამოჭრა საკითხი – როგორ შეევსოთ საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილი ეწინააღმდეგებოდა მოსაზრებას საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის, შიო ქუჩუკაშვილის გადაყენების შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა წარადგინა წიგნის მაღაზიის შემმოწმებელი კომისიის მოხსენება.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს აუცილებლად უნდა ეცნობებინა საზოგადოების გამგეობისთვის წიგნების დაკარგვის შესახებ. ღულაძე მიიჩნევდა, რომ გამგე უნდა გადაეყენებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ შემდეგი პირები: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და წევრები იაკობ ღულაძე, გიორგი ლასხიშვილი, პეტრე სურგულაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი და სამსონ ფირცხალავა. განსახილველი იყო წიგნის მაღაზიის შემმოწმებელი კომისიის მოხსენება.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანმა განაცხადა, რომ გამგეობას 6-7 წლის განმავლობაში წიგნის მაღაზიის რევიზია არ ჩაუტარებია, ამიტომ მისი აზრით, სჯობდა საზოგადოების გამგეობის წევრები გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან და არა მაღაზიის გამგე.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის განხილვისას გიორგი ლასხიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გამგე, შიო ქუჩუკაშვილი, დროებით მაინც გადაყენებინათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს უნდა ჩამორთმეოდა მაღაზია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, შიო ქუჩუკაშვილისთვის ეცნობებინათ საზოგადოების კომისიის მოხსენება წიგნის მაღაზიის რევიზიის შესახებ და ეთხოვათ პასუხის წარდგენა ერთი კვირაში.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 4 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობის სახელზე გაგზავნილ მიწერილობაში ნათქვამია, რომ ქუთაისის გუბერნატორის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეექმნება საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გახსნას. ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნატორი – გენერალ-მაიორი ადამ სლოვოჩინსკი.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 4 აპრილს ჩხარის მაცხოვრის აღდგომის (ოქონის) ეკლესიის მღვდელი მიხეილ პეტრეს ძე ვერულაშვილი გარდაიცვალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სასკოლო სექციის მოხსენება სახალხო მასწავლებლებისთვის საზაფხულო კურსების გამართვის თაობაზე. გამგეობის გადაწყვეტილებით, კურსებისთვის საჭირო თანხა, 600 მანეთი, ვასილ პეტრიაშვილის ფულიდან გამოიყოფოდა და კურსებიც მისი სახელობის იქნებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პეტრე მირიანაშვილის თხოვნა საზოგადოების ბიბლიოთეკიდან წიგნებისა და ხელნაწერების თხოვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ორ ეგზემპლარად დაცული მასალა მიეცათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, დავით ფრენკელის მემკვიდრეებისგან წიგნები შეეძინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ნ. ყაზბეგი) ატყობინებს თბილისის გუბერნატორს, რომ საზოგადოებამ დაადგინა ადგილობრივი ფილიალის გახსნა ვლადიკავკაზში (საფუძველი – საზოგადოების წესდების 1-ლი მუხლი). გამგეობის არჩეული წევრები არიან: ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე (თავმჯდომარე), იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, ალექსი არტემის ძე მიქელაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე (მდივანი).

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი – თბილისის გუბერნატორს ატყობინებს, რომ საზოგადოებამ თავისი წესდების პირველი პარაგრაფის საფუძველზე დაადგინა ქუთაისის ფილიალის გახსნა, რომლის გამგეობაშიც შევლენ არჩეული წევრები: გიორგი ფელიქსის ძე ზდანევიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 მარტს შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტერბურგიდან წერილით სთხოვა თებერვლის სტიპენდიის ფულის თვის პირველ ნახევარში გაგზავნა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 22 მარტს შალვა ელიავამ დაწერა ხელწერილი, რომ პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუბრუნებდა თანხას, რომელსაც სტიპენდიის სახით იღებდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მარტს მარჯორი უორდროპი ბუქარესტიდან ოლღა გურამიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში დავით მიქელაძის, ნიკო თავდგირიძის და კიტა აბაშიძის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 20 მარტს ონის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი ალექსი გრიგოლის ძე გიორგობიანი გარდაიცვალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა თბილისის პირველი ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დახმარებამდე საჭირო იყო ბიბლიოთეკის რევიზია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყვიტეს, რომ თბილისის პირველი ბიბლიოთეკის რევიზია ჩაეტარებინა ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს, მეორე სახალხო ბიბლიოთეკისა – პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს, მესამისა – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს, ხოლო მეოთხისა – იაკობ სოლომონის ძე ღულაძეს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე უნდა განეხილათ სამსონ ფირცხალავას მოხსენება სტამბის იუბილეს მომზადების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ზუგდიდის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, საამისოდ მთავრობასთან ეშუამდგომლა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგის ლ. დანილენკოს მიმართვა ავჭალის ბიბლიოთეკის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა საზოგადოების მფლობელობაში მიეღო, რის შემდეგაც დახმარებასაც დაუნიშნავდნენ.