საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 მაისს ქუთაისის სადგურში აფრასიონ მერკვილაძის რაზმელებმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის ყუმბარები ესროლეს. გენერალი მუცელში დაიჭრა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 10 მაისს თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორმა ლევ მარკოვმა კრებაზე განაცხადა, რომ თბილისსა და კავკასიას თავად უნდა გამოენახა სახსრები უმაღლესი სასწავლებლის ასაშენებლად და შესანახად, ამაში რუს გლეხობას არ უნდა მიეღო მონაწილეობა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 7 მაისიდან 8 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის სხდომებში.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 7 მაისიდან 12 ივლისამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ II-მ მისი გაცნობის სურვილი გამოთქვა და აუდიენციაზე მიიწვია. ილიამ იმპერატორზე უაღრესად გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 მაისის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგელმა ქართველებმა მოუწყვეს შეხვედრა,  რომელსაც ივანე ჯავახიშვილი, ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი, სპირიდონ სიმონის ძე ვირსალაძე და სხვები დაესწრნენ.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 6 მაისს ბათუმში ძარცვის დროს მოკლეს ამერიკელი კონსული უილიამ სტიუარტი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს პირველ სესიაში მონაწილეობის მისაღებად.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 2 მაისამდე რუსეთის სახელმწიფო საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგში გამგზავრების წინ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თანამშრომლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა თბილისში, ედემის ბაღში, წვეულება გაუმართეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მაისში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1 500 ცალი „დედა ენის“ შესყიდვა სთხოვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მაისში დიმიტრი ჩიჯავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ავლაბარში ბიბლიოთეკის გასახსნელად ნებართვის აღება სთხოვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მაისში იმავე წლის თებერვალში რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეპყრობილი თედო სახოკია თავდებით გამოუშვეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეპყრობილი თედო სახოკია მაისამდე ციხეში იმყოფებოდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის მაისში მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი ყარსში კაზაკების დივიზიის უფროსად დანიშნეს.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 28 აპრილს ილია ჭავჭავაძემ საგურამოში წერილი გაუგზავნა მოურავ მოსე მემარნიშვილს და გლეხებთან წინდახედულად მოქცევა სთხოვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 28 აპრილამდე ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში ესტუმრა, სახელმწიფო საბჭოზე წარმოსათქმელად დაწერილი სიტყვა წააკითხა, რომლითაც საქართველოს ავტონომიას ითხოვდა და აზრი ჰკითხა. მასპინძელმა არ ურჩია ასეთი მოხსენებით გამოსვლა, რადგან ამას შედეგად მხოლოდ მომხსენებლის კარიერის გაიფუჭება მოჰყვებოდა. ილია ცდას მაინც აპირებდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქუთაისისა და სენაკის სამზრუნველო კომიტეტის წარმომადგენელებმა მოხსენება გააკეთეს ამავე სკოლების მდგომარეობის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობთ გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უდის ბიბლიოთეკის გამგის, ივანე მერაბიშვილის თხოვნა ჩუბინაშვილის ლექსიკონის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოს ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების განცხადება ფულის გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მას სამოცი თუმანი გაუგზავნა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიმიტრი სევასტის ძე ჯანელიძე დაიბადა 1906 წლის 23 აპრილს ქუთაისში.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 20 აპრილამდე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა მოსკოვის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, პეტრე ტრუბეცკოის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევისთვის თელავის თავად-აზნაურთა სახელით დეპეშით მადლობა გადაუხადა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 19 აპრილამდე ილია ჭავჭავაძე საქართველოში დაბრუნდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 16 აპრილს მარჯორი უორდროპმა ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა წერილით მიულოცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს ავლაბარში საიდუმლო სტამბის აღმოჩენის შემდეგ პოლიცია თავს დაესხა გაზეთის „ელვა“ რედაქციას, სადაც იმყოფებოდნენ გაზეთის გამომცემელი ბოლშევიკები და მენშევიკები. რედაქციაში ამ დროს იმყოფებოდა თევდორე კიკვაძეც.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ რედაქციაზე პოლიციის თავდასხმისას თევდორე კიკვაძემ პირველმა შეამჩნია რედაქციის კარში ხიშტიანი რუსი.