საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანის შედგენილი სასკოლო სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“ ყოველწლიურად იბეჭდებოდა 20 ათას ცალამდე.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ნაძალადევში შეიკრიბა მძარცველთა ჯგუფი, რომლის მეთაური სანდრო ჯავახიშვილი იყო.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წელს სანდრო ჯავახიშვილმა რკინიგზის სახელოსნოს ზეინკალი პეტრე ფთაძე მოკლა.

1908

ტიპი: გარდაცვალება

პოლიციამ გარსო მამაცაშვილი ფეხში დაჭრა და შეიპყო, სამხედრო სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის 1908 წელს მეტეხის ციხეში ჩამოახრჩვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ერთმა ჯაშუშმა გლეხმა გიორგი ამილახვარი გააფრთხილა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ. ილია ნებიერიძისა და მისი მეგობრების მცდელობა ამილახვარი მოეკლათ, უშედეგოდ დასრულდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ნაძალადევის მძარცველთა ჯგუფი ილია ნებიერიძეს მოსაკლავად ეძებდა.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს, პეტრე ფთაძის მოკვლის შემდეგ, ილია ნებიერიძემ სანდრო ჯავახიშვილს მიაგნო და მსუბუქად დაჭრა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს გლეხების თხოვნით ილია ნებიერიძე, სანდრო ჯიქურაშვილი და ვანო ნავროზაშვილი გიორგი ამილახვრის მოსაკლავად გორში გაემგზავრნენ.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ეგნატე პალჩიკოვიჩი მეტეხის ციხის მეკარე იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ეგზარქოს ნიკოლოზ სოფიისკის საქმის გამომძიებელს კათოლიკეთა ქუჩაზე ვიღაცამ სამჯერ ესროლა და თავში დაჭრა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ალექსი ქართველიშვილი მეტეხის ციხეში იჯდა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს მეტეხის ციხიდან გაქცეული ალექსი ქართველიშვილი დაიჭირეს და ისევ ციხეში ჩასვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს მეტეხის ციხეში ალექსი ქართველიშვილს ამანათი შეუგზავნეს, რომელშიც იდო 25 მანეთი, ასევე ეფემ კუჩუკის ბარათი წარწერით: „ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც გეუბნებოდი“ (ნიკონი მოვკალით).

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლოზე ბენია ჩხიკვიშვილს 4 წლით კატორღა მიუსაჯეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს გურული ტერორისტების შიშით „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის, ბენია ჩხიკვიშვილისა და „მთავრობის“ სხვა წევრების გასამართლება ოდესაში გადაწყვიტეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს კარლო ჩხეიძე სახელმწიფო სათათბიროს წევრი იყო.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წელს ყაჩაღების გუნდმა, რომელსაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ პროკოფი დოლიძე შეუერთდა, ბათუმში მოიტაცა და მოკლა ექიმი ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ბათუმში ექიმ ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისის მკვლელობაში მონაწილეობის შემდეგ პროკოფი დოლიძე ლანჩხუთში იმალებოდა.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წელს პროკოფი დოლიძე და ექიმ ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისის მკვლელობის სხვა მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოახრჩვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ბათუმის ციხიდან სპარსეთში გაქცეული ვარდენ თიკანაძე ბათუმში დაბრუნდა იარაღისა და დამხმარე ძალების სპარსეთში გასაგზავნად.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ბათუმიდან სპარსეთში მიმავალი ვარდენ თიკანაძე ბაქოში დააპატიმრეს. გამოძიებამ მისი ვინაობა ვერ დაადგინა და ასტრახანის ციხეში გაგზავნა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ვლადიმერ რუნიჩი თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თევდორე კიკვაძე მუშაობდა იუმორისტულ ჟურნალში „ეკალი“.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს დროებით შეჩერებული იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ გამოცემა განახლდა ციხიდან ჟურნალის რედაქტორის, პლატონ გაჩეჩილაძის გამოსვლის შემდეგ.