საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე 7 წლის განმავლობაში ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი იყო და მისი ხელფასი 955 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე 4 წლის განმავლობაში ძველი სენაკის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 965 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ივანე იოსების ძე გიუნაშვილ ი3 წლის განმავლობაში წინარეხის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა (მანამდე ის სოფელ პერევისას სკოლაში ასწავლიდა).

1906

ტიპი: განათლება

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, იასონ ნიკოლაიშვილი ქუთაისის სამასწავლებლო სემინარიაში სწავლობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, იასონ ნიკოლაიშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო ორი წლის განმავლობაში და მისი ხელფასი 1360 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 1080 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-2 განყოფილებაში მასწავლებელი რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი მათემატიკის გარდა ყველა საგანს მე-3 და მე-4 განყოფილებებში კი – მხოლოდ საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს მასწავლებელი ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის პირველ განყოფილებაში ყველა საგანს ასწავლიდა, მე-4 განყოფილებაში კი – მხოლოდ სამშობლოს აღწერას.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ბათუმის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი, წევრები კი იყვნენ: დ. კლდიაშვილი, მ. ბეთანოვი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რეხელი ბავშვებისთვის 192 მანეთი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის მეორე და შილდის ბიბლიოთეკები უსახსრობის გამო დახურა. საზოგადოების 1906 წლის წლიურ ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი თავისი ხარჯით ინახავდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას და მის განყოფილებას ძველ სენაკში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქუთაისის ბიბლიოთეკის თანამშრომლები შენობის აშენებას ელოდებოდნენ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხონის ბიბლიოთეკა მომხდარი არეულობების გამო დახურა. საზოგადოების 1906 წლის ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ასწავლიდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში საღვთო სჯულს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში მთელი წლის განმავლობაში მათემატიკას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, რაჟენ გამსახურდია ერთი წლის განმავლობაში ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი იყო და მისი ხელფასი 580 მანეთს შეადგენდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანია იყო 25 წლის, დასაოჯახებელი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი იყო 27 წლის, დასაოჯახებელი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იასონ ნიკოლაიშვილი 40 წლის, დაოჯახებული და ორი შვილის მამა იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის გამგე არსენ წითლიძე იანვრის დასასრულიდან, ავადმყოფობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად სკოლას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი პოლიკარპე ლორთქიფანიძე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ლევან გედევანიშვილმა და ალექს კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მცხეთაში სკოლის გახსნა სთხოვეს.