რეგისტრირებული ფაქტები92240
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებელი და რედაქტორი მარიამ ივანეს ასული დემურია.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბაქოს სატუსაღოს პატიმრების თხოვნა მათთვის აკაკი წერეთლის ლექსების გაგზავნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ათ გამოცემას გაუგზავნიდნენ.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა,რომ ოლღა გურამიშვილის საგურამოს მამული საზოგადოების სახელზე გაეფორმებინათ, ნასყიდობის ქაღალდისთვის კი 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის ფონდიდან სესხად აეღოთ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის ფილიალის დამფუძნებელმა კრებამ განყოფილების თავმჯდომარედ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანი აირჩია.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 24 იანვარს იაკინთე გიორგაძე, ნიკოლოზ ჯომარჯიძე, გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე, მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე, ზაქარია თევდორეს ძე დანელია და დავით დიმიტრის ძე ქიტიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

