საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის გაზაფხულზე სიმონ ტერ-პეტროსიანმა ფინეთიდან თბილისში ჩამოიტანა ასაფეთქებელი ნივთიერებები, დინამიტი და „მარსის“ სისტემის რამდენიმე რევოლვერი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს Боевая дружина-მ ვერ შეძლო თავდასხმა ქალაქ ჯულფასკენ მიმავალ მატარებელზე, რომელსაც მილიონ ასი ათასი გადაჰქონდა, რადგან სიმონ ტერ-პეტროსიანმა, რომელსაც თვალი ჰქონდა დაზიანებული, ყუმბარები ვერ დაამზადა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ჯუღაშვილი გორელ მეგობარს, გიგო კასრაძეს დაუკავშირდა და Боевая дружина-სთან თანამშრომლობა შესთავაზა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს გიგო კასრაძე თბილისის ფოსტაში მუშაობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ფინეთიდან სიმონ ტერ-პეტროსიანის მიერ ჩამოტანილი იარაღის ნაწილი აბასაბადის მოედანთან, ბაღდასარ მეზურნოვის ბინაში, ინახებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გიგო კასრაძე თბილისის ფოსტის ფულის გადაზიდვის მარშუტებს აკვირდებოდა და ინფორმაციას Боевая дружина-ს აწვდიდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გიგო კასრაძემ სიმონ ტერ-პეტროსიანს შეატყობინა, რომ ფოსტაში პეტერბურგიდან თბილისის ბანკის სახელზე 250 000 მანეთი მიიღეს.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წელს თბილისში, ბაღდასარ მეზურნოვის ბინაში, სიმონ ტერ-პეტროსიანს ხელში კაფსულა აუფეთქდა და თვალი დაუზიანდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს Боевая дружина-სთვის სიმონ ტერ-პეტროსიანის დას, გიმნაზიის მოსწავლეს, 12 წლის არუსიაკას, დანიშნულების ადგილზე სასკოლო ჩანთით გადაჰქონდა ყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს სიმონ ტერ-პეტროსიანმა ფინეთში სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ყუმბარების დამზადება ისწავლა.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წელს თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მეეტლე ფიოდოროვი დაიჭრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის შემდეგ ელისე ლომინაძე სასულიერო სემინარიაში შევიდა, ვიღაცის ქურქი ჩაიცვა, მისივე ქუდი დაიხურა და მიიმალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს დამფრთხალ და გაქცეულ ცხენებს ბაჭუა კუპრაშვილმა ყუმბარა ესროლა, მაგრამ აფეთქების ტალღამ ისიც ჰაერში ააგდო და გონება დაკარგა. ფული დათიკო ჭიაბრიშვილმა გაიტაცა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს გატაცებული ფული გონჩაროვის ქუჩაზე მდებარე ბაბე ბოჭორიძისა და მარო ბოჭორიძის ბინაში მიიტანეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს ილიკო ჭაჭიაშვილმა, ილიკო ებრალიძემ და ვანო კალანდაძემ ერევნის მოედანზე მდგარ პოლიციელებს შეუტიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს დამფრთხალი ცხენები სომხის ბაზრისკენ გაქანდნენ, ბაჭუა კუპრაშვილი და დათიკო ჭიაბრიშვილი ეტლს გაეკიდნენ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ნომინალური ხელმძღვანელი პლატონ გაჩეჩილაძე იყო.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს მთავრობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისათვის დახურეს ჟურნალი „ეკალი“, მისი რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე კი ორი თვით დააპატიმრეს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს თედო კიკვაძე იყო იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისში არალეგალურად მცხოვრები თევდორე კიკვაძე კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო აგრონომი ოზურგეთში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკივაძემ კერძო გაკვეთილების ჩატარება შეწყვიტა და ოზურგეთი დატოვა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს კაკი წერეთელი და გრიშა ლორთქიფანიძე გურიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ.