საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ლიტერატურული საქმიანობის გარეშე მისი ცხოვრება მეტად მკრთალი იყო.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი მუდამ ცდილობდა, უტყუარი მასალა მიეწოდებინა მკითხველისთვის, რომ მასაც ეგრძნო ქართველთა უნუგეშობა და უიმედობა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, უკანასკნელ წლებში მას ბევრი ნერვიულობა შეხვდა, რამაც მისი ისედაც სუსტი ორგანიზმი კიდევ უფრო დააუძლურა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ბოდიშს უხდის ივანე გომართელს ამ თხზულების ნაჩქარევად დაწერის გამო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი აღიარებდა, რომ ავადმყოფობის გამო საკმაოდ უხეირო ნაწარმოები გამოუვიდა და ამის გამო ბოდიშს უხდიდა ივანე გომართელს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი უზიარებდა ივანე გომართელს მოსაზრებას, რომ მის ბიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო აღსაწერად იყო ის პერიოდი, როცა მთავრობამ იგი სხვა 40 ბავშვთან ერთად რუსეთის სამხედრო სასწავლებელში სასწავლებლად გაამგზავრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი აღიარებდა, რომ მისი ცხოვრება საკმაოდ ერთფეროვანი იყო ორი ფაქტის გამოკლებით, ერთი − რუსეთის სამხედრო გიმნაზიაში სასწავლებლად გამგზავრება იყო, მეორე კი − არშემდგარი დუელი პალმთან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ამცნობდა ივანე გომართელს, რომ მის არშემდგარ დუელზე პალმთან, ალბათ, მას ჯაყელი მოუყვებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღიარებდა, რომ უფროსობამ იგი საზიზღარ ინტრიგებში გახვია.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ უფროსები უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდნენ და მათთან ბრძოლამ საშინლად მოქანცა და დააავადა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ურჩევდა ივანე გომართელს, მოეკითხა გრიქუროვის მაღაზიაში მისი თხზულების „მრევლში“ სომხური თარგმანი, რომელსაც თან ახლდა მწერლის მოკლე ავტობიოგრაფია, ან მოენახა მთარგმნელი ყაზარ კარაპეტიანცი, ვინც ერთ წამში უთარგმნიდა ხსენებულ ავტობიოგრაფიას, თუ კი თხზულება მაღაზიაში აღარ მოიპოვებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან დუელში გამოიწვია გრიგოლ პალმი.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წლის 3 ივლისის გადატრიალების შემდეგ ირაკლი წერეთელი დააპატიმრეს და 5-წლით კატორღა მიუსაჯეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 3 ივლისს ალექსანდროპოლში დაშნაკებმა გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი მოკლეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი ჟენევაში გაემგზავრა პეტრე ზუბალაშვილის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის საქმეების გასარკვევად, რასაც სამი დღე მოანდომა, თუმცა გარკვეული ცნობა ან ხარჯთაღრიცხვა ვერ მიიღო სამკითხველოს წევრებისაგან, ვერც ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობის შესახებ გაიგო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის ივლის-აგვისტოში ხარიტონ შიოშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მსახურად მუშაობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისის დასაწყისში დიმიტრი ჯაშმა ცოლ-შვილი საგურამოში ჩაიყვანა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში საგურამოში ახალი მზარეული ხარიტონ შიოშვილი ჩავიდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავა სამსახურებრივი საქმეების გამო ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრა. ილიამ წუხილი გამოთქვა, მოურავად ისეთი დამანიშნინეს, ხალხს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებსო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ორი კვირით მეუღლის გარეშე იყო საგურამოში. თბილისში ოლღას წერილით შეატყობინა, რომ მათი ახალი მოურავი დიმიტრი ჯაში თაღლითი აღმოჩნდა და ახალ მოურავს ეძებდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავამ ილია ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ დაინახა, როგორ გამოდიოდა საგურამოს მოურავი დიმიტრი ჯაში ჟანდარმთა სამმართველოდან ხელში ბრეზენტის ჩანთით და ქაღალდებით. ფაღავას მცხეთის ჟანდარმერიაში რომ უკითხავს, ილიას მოურავს იქ რა უნდოდაო, უთქვამთ, რომ მათთან თანამშრომლობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის დახოცვის შემდეგ ყაჩაღები ილია ჭავჭავაძეს ახალ-ახალ გამაფრთხილებელ ნიშნებს აძლევდნენ, მაგ., საგურამოში სასტიკად დაუხოცეს შინაური ცხოველები.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლში, რომელზეც Боевая дружина გეგმავდა თავდასხმას, მოლარე ვასილ კურდუმოვი იჯდა.