საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 აპრილს გაზეთ „ელვის“ ჩხრეკამ, რომელსაც თევდორე კიკვაძეც ესწრებოდა, საღამოს 5 საათამდე გასტანა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 16 აპრილს, გაზეთის „ელვა“ ჩხრეკის შემდეგ, რომელსაც თევდორე კიკვაძეც ესწრებოდა, რედაქციაში მყოფები ორ ჯგუფად დაყვეს. 80 კაცი, მთელი დღის მანძილზე რედაქციაში შემოსულები, საპოლიციო უბანში გაგზავნეს, ხოლო რედაქციის თანამშრომლები და გარეშე საეჭვო პირები მეტეხის ციხეში გადაიყვანეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 15 აპრილს, როცა თბილისში თევდორე კიკვაძის ხელშეწყობით გამოდიოდა გაზეთი „ელვა“, ავლაბარში პოლიციამ აღმოაჩინა საიდუმლო სტამბა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 13 აპრილს მცხეთაში ჩასულმა იოსებ გედევანიშვილმა და ლადო ცაგარელმა დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფული, რომელიც გედევანიშვილის სახლში იყო დამალული, ცაგარელმა ჩემოდნით თბილისში წაიღო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილი ძალისიდან მცხეთაში ჩავიდა, იქიდან კი მატარებლით –თბილისში.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილმა ძალისიდან დუშეთში პოლკის უფროსს მისწერა, რომ შეიტყო ხაზინის გაძარცვის ამბავი და რამდენიმე ჯარისკაცით სამხედრო გზის დასათვალიერებლად მიდიოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილი თავის ასეულთან ერთად ძალისში იმყოფებოდა. იქ შეატყობინეს დუშეთის ხაზინის გაძარცვის ამბავი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს ფედერალისტი მაზიტაშვილი მორიგეობდა დუშეთის ხაზინაში, სადაც ჯარისკაცის ფორმაში გადაცმული ქურდები შეუშვა და აჩვენა, ფული სად ინახებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს დუშეთის ხაზინის გაძარცვის შემდეგ ივანე და ილია თაქთაქიშვილები, ლეო მათეს ძე კერესელიძე, კორნელი კასრაძე, კოლა ალავიძე, დათუნაშვილი და ვიქტორ ყიფიანი მცხეთაში ჩავიდნენ და ფული იოსებ გედევანიშვილის სახლში დამალეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს ხელფეხშეკრული დუშეთის ხაზინის მცველები, მათ შორის ყაჩაღების თანამზრახველი მაზიტაშვილი, ქურდებმა იატაკზე დააწვინეს და ფეხებთან თუჯის ბურთი დაუდეს, თუ გაინძრევით, აფეთქდებაო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს თბილისიდან დუშეთისკენ ხაზინის გასაქურდად ეტლით გაემგზავრა 6 კაცი – ივანე და ილია თაქთაქიშვილები, ლეო კერესელიძე, კორნელი კასრაძე, კოლა ალავიძე, დათუნაშვილი და ეტლის პატრონი ვიქტორ ყიფიანი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს ივანე და ილია თაქთაქიშვილებმა, ლეო კერესელიძემ, კორნელი კასრაძემ, კოლა ალავიძემ, დათუნაშვილმა და ვიქტორ ყიფიანმა დუშეთის ხაზინიდან 315 000 მანეთი მოიპარეს, ოქროსა და ვერცხლის ფულს ხელი არ ახლეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 12 აპრილს დუშეთის ხაზინის გაძარცვის შემდეგ მაზიტაშვილმა დიდი წამების მიუხედავად დაკითხვაზე არაფერი თქვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილს დუშეთის ხაზინის გაძარცვის შემდეგ პოლიციამ უპირველესად მცველები და მაზიტაშვილი დააკავა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის 12 აპრილს დუშეთის ხაზინის გაძარცვის შემდეგ იოსებ დავრიშვილი დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 12 აპრილის ღამეს იოსებ გედევანიშვილმა თბილისიდან მცხეთაში წაიყვანა კავკასიის მსროლელთა მეოთხე ბატალიონის ოფიცერი ლადო ცაგარელი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს სილიბისტრო ჯიბლაძემ არშაკ მეგრაბიანცს დაავალა, ფიოდორ გრიაზნოვის მოსაკლავად ტერორისტები შეეკრიბა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 11 აპრილის გაზეთ „სტრანაში“ დაიბეჭდა მაქსიმ კოვალევსკის ფელეტონი „მომავალი სახელმწიფოს საბჭო“, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრთაგან ყველაზე ლიბერალები აღმოჩნდნენ საქართველოს წარმომადგენლები, ილია ჭავჭავაძე და ვლადიმერ მიქელაძე.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 11 აპრილის გაზეთ „სტრანაში“ გამოქვეყნებულ მაქსიმ მაქსიმის ძე კოვალევსკის ფელეტონში „მომავალი სახელმწიფოს საბჭო“, აღნიშნული იყო, რომ ილია ჭავჭავაძე ქართული დემოკრატიული პარტიის პროგრამის შედგენაში მონაწილეობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან თბილისისკენ გამოემგზავრა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 10 აპრილს პეტერბურგის გაზეთ „რეჩში“ დაბეჭდილ სტატიაში სახელმწიფო საბჭოს შესახებ ილია ჭავჭავაძე ახალარჩეულთაგან ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე დეპუტატად იყო დასახელებული.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 9 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს ლევ გოლიცინმა დეპეშით მიულოცა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 9 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს გიორგი და ალექსანდრე ცისკარიშვილებმა და დიმიტრი ჭავჭავაძემ დეპეშებით წარმატება უსურვეს სახელმწიფო საბჭოში.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 9 აპრილს გაზეთ „პეტერბურგსკი ლისტოკიში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია სახელმწიფო საბჭოს ახალი წევრების შესახებ. ამავე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ილია ჭავჭავაძესთან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის იყო „საერთოდ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ფართო თვითმმართველობის მომხრე, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 8 აპრილს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს ნიკო ნიკოლაძემ დეპეშით მიულოცა სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევა.