რეგისტრირებული ფაქტები90410
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა, რომ ივანე ყანჩაველი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დავით მაღალაშვილი მეტეხის სარესტავრაციო კომისიის წევრი იყო.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჟენევაში მყოფ ლეო ქიაჩელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მატერიალურადაც უჭირდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ცნობით, ივანე ყანჩაველმა მიტროპოლიტ პალადს სთხოვა, მეტეხის ტაძრის რესტავრაციის ნება დაერთო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 დეკემბრამდე გ. დ. კაჭკაჭოვის მანუფაქტურის მაღაზიაში იაფი ვაჭრობა იყო დანიშნული.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანს კავკასიაში ცხოვრების ნება დართეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ქუთაისის საზოგადოება პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის თავმჯდომარეობით პეტერბურგში დეპუტაციის გაგზავნას გეგმავდა. დეპუტაციას უნდა გაემართა მოლაპარაკება, რომ რკინიგზას კავკასიის ქედიდან რაჭასა და ქუთაისშიც გაევლო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სანიტარულმა და სამედიცინო ინსპექტორმა გ. ნ. სტეფანოვმა ქალაქის გამგეობას სექტემბრის ანგარიში წარუდგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ილია ბახტაძემ მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ქუთაისში ყოველკვირეული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთ „ახალი კვალის“ გამოცემის შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ აღნიშნული იყო, რომ მეტეხის ტაძრის რესტავრაცია ეგზარხოს ევსევის მოღვაწეობის დროს დაიგეგმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოში ილია ჭავჭავაძის იუბილეზე ლეო ქიაჩელი სიტყვით გამოვიდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ავგუსტის ძე ფონ დერ ნონი თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის პირველი მონაკვეთის,თბილისი-ახალი აღსთაფას სადგურის მართველი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს სამხედრო ინჟინერი, პოლკოვნიკი მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი (გარსევანიშვილი) თბილისი-ჯულფას ტრანზიტული გზის მმართველი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს სამოქალაქო ინჟინერი გუსტავ ეგნატეს ძე ზეზმანი კავკასიის საგზაო-საამშენებლო განყოფილების კანცელარიაში აღმწერად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ინჟინერი, შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ კარლის ძე პეტროსიანი კავკასიის საგზაო-საამშენებლო განყოფილების კანცელარიაში აღმწერად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს გადამდგარი ლეიტენანტი ალექსანდრე პავლეს ძე მაქსიმოვი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილებაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს VIII კლასის ტიტულიანი მრჩეველი ვასილ ნიკიფორეს ძე სტეფანოვი კავკასიის სასაზღვრო-საკარანტინე განყოფილებაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

