საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 6 მარტს გ. ვ. სობოლევსკი სახალხო უნივერსიტეტში წაიკითხავდა ლექციას „სუდანი და კონგო (ჩემი შთაბეჭდილებანი აფრიკაში მოგზაურობიდან)“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებამ გუბერნიის მარშლად სიმონ დავითის ძე წერეთელი აირჩია.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში ბრიტანელ ინჟინერ ვილჰელმ ლინდლეის ელოდნენ, რომლის ჩამოსვლაც ნატახტარში წყლის გაყვანილობას უკავშირდებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 8 საათზე თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს დარბაზში დანიშნული იყო საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების საერთო კრება, სადაც სერგი გორგაძე წაიკითხავდა რეფერატს „ივერიის მეფე ვახტაგ I და მისი დრო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ავჭალის აუდიტორიაში პატარებისთვის ნინო გონიევისა წაიკითხავდა „შალვას თავგადასავალს“, ხოლო ქ. ასათიანისა „თავგანწირულ ხალხს“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ გ. გ. არზიევის მაღაზიის ქურდობაში ეჭვმიტანილი ა. ე. ოსიპიანი და ბ. მ. ხარატიანი შეიპყრო.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ კ. ჩხაიძემ, ვ. და ი. ვაჩეიშვილებმა სევასტი მურვანიძის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო წერილი გამოაქვეყნეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ გამოქვეყნებული ცნობით, ჭიათურაში, „ძმათა ფოერჰერდტისა და კომპანიის“ მაღაროს მუშები — სარდიონ ღუღუნიშვილი, ლიდია სხირტლაძე, ლავრენტი მემარნიშვილი, დიმიტრი და იაკობ ბოჭორიშვილები, სტეფანე კასარენკო, ამბაკო კირკიტაძე, ვასილ ჩხიკვაძე და სილოვან ფარქოსაძე — სხვა მუშებთან ერთად მძიმე ექსპლოატაციას განიცდიდნენ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში იოსებ აბაკელია გადაასახლეს ციმბირში, მაგრამ რექტორ მანუილოვისა და სტუდენტთა შუამდგომლობით ადმინისტრაციამ გააუქმა თავისი დადგენილება.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის მარტში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დრამატულმა საზოგადოებამ რეჟსორად დანიშნა. იგი უსასყიდლოდ მუშაობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის მარტში ქართულ თეატრში წარმოდგენილი სპექტაკლის, „ხათაბალას“ რეჟისორი იყო ვასილ აბაშიძე.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის მარტში ბეგლარ ახოსპირელი ქართულ თეატრში მსახიობთა ამხანაგობის მიერ დადგმული სპექტაკლების სუფლიორი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვი ჭიათურაში მიეწვია, საიუბილეო წარმოდგენა იქაც გაემართა და შემოსული თანხა იუბილარისთვის გადაეცა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვის საიუბiლეო საღამოზე ადრესის წასაკითხად და საჩუქრის გადასაცემად სოფრომ ტარუაშვილი გაეგზავნათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში მ. კ. როხლინა სახალხო უნივერსიტეტის გამგეობას შეუთანხმდა, რომ სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის გადახდამდე ის ყოველთვიურად 5 მანეთს გადაიხდიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილ ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სულეიმან-ხანის როლს ასრულებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გაბრუაშვილის ლექსი „იმედი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ნ. ლუხმანოვის პიესა „სიკვდილი ნაპოლეონისა“

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ რუბრიკით „დრამის მოკლე ისტორია“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ფსევდონიმით ნარვალი, სტატია „პლავტუსი, ტერენციუსი და სენეკა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის, იმერელი ქალის ფსევდონიმით, ლექსი „ბევრი მინახავს შავი დღე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის, ფსევდონიმით მერცხალი, წერილი „თეატრის წმინდა მოვალეობა სოფელში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსი „რწმენის საფლავთან...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით სიმონის ძე მესხის, თომა პუსას ფსევდონიმით, ლექსი „ამონაკვნესი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის „დაჭკნა ყვავილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის ლექსი „ბაღს ვარდი აქვს, ცას – ვარსკვლავი...“.