საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან მსახურობდა პავლე შამირის ძე მელიქ-ბეგლიაროვი, რომელიც იყო საგანგებო დავალებათა VII კლასის ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან მსახურობდა ივანე სტეფანეს ძე ხატისოვი, რომელიც იყო საგანგებო დავალებათა VII კლასის ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვთან მსახურობდა მიხეილ თევდორეს ძე ბარტოლომეი, რომელიც იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი სასაზღვრო ურთიერთობათა განხრით.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს იასონ ჯიმშერის ძე თუმანოვი იყო კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კარის კამერგერი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 23 დეკემბრამდე გიორგი დ. სიდამონ-ერისთავი იყო სოხუმის სასამართლოს თავმჯდომარე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ იასონ ჯიმშერის ძე თუმანოვი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი იყო ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ პავლე შამირის ძე მელიქ-ბეგლიაროვი იყო კოლეგიის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ თევდორეს ძე ბარტოლომეი იყო მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის კამერ-იუნკერი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სტეფანე ალექსანდრეს ძე ტალიზინი იყო კოლეგიის მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ირაკლი კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ თევდორეს ძე ბარტოლომეი იყო სახელმწიფო მრჩეველი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“- ში დაიბეჭდა მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტის სტატია, რომელიც ეხებოდა სამრეწველო საქმიანობას ამიერკავკასიაში. სტატიიდან ირკვევა, რომ იმ წლებში მიმდინარეობდა ფოთი-თბილისის რკინიგზისა და ფოთის პორტის მშენებლობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ლუკას ძე ავალიანი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს პეტრე ვასილის ძე სტოლეცკი ალექსანდროპოლის მაზრის ექიმი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე ბიკოვსკი ალექსანდროპოლის მაზრის პროკურორი იყო.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-ში დაიბეჭდა მორიც გრიგოლის ძე ექსელბირტის სტატია, რომელიც ეხებოდა სამრეწველო საქმიანობას ამიერკავკასიაში. სტატიიდან ირკვევა, რომ ტვირთის გადაზიდვას თავრიზიდან თბილისსა და საპირისპირო მიმართულებით აწარმოებდნენ სპარსეთის ქვეშევრდომები. ამ საქმიანობაში მათ ხელს უწყობდა 1865 წელს კავკასიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული რუსული კომპანია „Надежда“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გეპშტეინი იყო ნაფიცი ვექილი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისში პერიოდული ლიტერატურის გამოცემა შესაძლებელი გახდა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის დამსახურებით.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1869 год“-იდან ირკვევა, რომ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ინიციატივითა და მატერიალური მხარდაჭერით გამოსვლა დაიწყო კავკასიაში პირველმა რუსულენოვანმა გაზეთმა „Кавказ“.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852 წლის იანვარში გამოვიდა პირველი ქართულენოვანი ჟურნალი „ცისკარი“, რომლის რედაქტორი იყო გიორგი დავითის ძე ერისთავი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან, სასამართლოს პალატის პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ ალექსანდრე ყანჩელთან, ოლქის სასამართლოს პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ მ. კანდელაკთან, ადმინისტრაციის ინსპექტორ ს. გეგელაშვილთან და სხვებთან ერთად დაათვალიერა თბილისის N 2 (მეტეხის) ციხე. მინისტრმა პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები ტუსაღებისგან.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის შვილების ექიმი იყო ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბადია ბალიაურის ლექსი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აფშინა გიგაურის ლექსი.