საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის იანვარში გურიაში ჩასულმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ გუბერნატორი სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე დააპატიმრა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს მეფისნაცვალმა ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვმა ნებართვა გასცა, თბილისში შექმნილიყო უმაღლესი სკოლის მომწყობი სპეციალური კომიტეტი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს გურგენიძე იყო პოლიციის ბოქაული თბილისში.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს ბათუმში ტერორისტმა გრიგოლ კინწურაშვილმა მოკლა ოფიცერი ივანოვი, ასევე ბეგი შერვაშიძე.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს გრიგოლ კინწურაშვილმა ბათუმის სასაფლაოზე თავი მოიკლა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ლავრენტი მახარაძე ზესტაფონის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ბოქაული ლავრენტი მახარაძე აფრასიონ მერკვილაძის დაჭერას ცდილობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს კოლია ნემსაძე ქუთაისის მაზრის ბოქაული იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ყვირილის ხაზინიდან გატაცებული ფულით სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანმა საზღვარგარეთ იარაღი შეიძინა, მაგრამ იარაღმა საქართველოში ვერ ჩამოაღწია, გემი რუმინეთის მახლობლად ჩაიძირა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს იოსებ გედევანიშვილი ნოვობაიაზეთის პოლკის ასეულს მეთაურობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს გაბო სულხანიშვილი მცხეთის ბოქაული იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ფედერალისტების პარტიის წევრი მაზიტაშვილი დუშეთის ხაზინაში მუშაობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს მაზიტაშვილი ფედერალისტების პარტიის წევრი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ყალბი ბრძანების მიღების შემდეგ პოლკოვნიკმა დიკმა დუშეთის ხაზინიდან დარაჯები გაიწვია.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს პოლკოვნიკი დიკი ნოვობაიაზეთის პოლკის უფროსი იყო.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ნოვობაიაზეთის პოლკის უფროსის, დიკის სახელზე იოსებ გედევანიშვილის მიერ დაწერილი ყალბი წერილის ტექსტი ტასო ვახვახიშვილმა დაბეჭდა, მისამართი გიორგი მათეს ძე კერესელიძემ ხელით მიაწერა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს დუშეთის ხაზინის გასაძარცვად ფედერალისტებმა დაწერეს მეორე ყალბი წერილი მცხეთის ბოქაულის, გაბო სულხანიშვილის სახელზე.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს იოსებ გედევანიშვილმა კარგად შეისწავლა ნოვობაიაზეთის პოლკის საქმიანობა, წერილების გაგზავნის წესი და ფორმა. ფედერალისტების გეგმის მიხედვით, პოლკის მეთაურ დიკს ყალბი წერილის საფუძველზე დუშეთის ხაზინიდან ჯარისკაცები უნდა მოეხსნა, რის შემდეგაც ისინი ხაზინას გაქურდავდნენ.

1906

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1906 წელს ნოვობაიაზეთის პოლკის ასმეთაური იოსებ გედევანიშვილი კარგად იცნობდა პოლკის მეთაურ დიკს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს მცხეთის ბოქაულ გაბო სულხანიშვილს პოლკოვნიკ დიკისთვის გასაგზავნი ყალბი წერილი კოლა ყორღანოვმა გადასცა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს იოსებ გედევანიშვილი და ლადო ცაგარელი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვის რამდენიმე მონაწილე საზღვარგარეთ გაიქცა, მათ შორის იყვნენ ძმები გიორგი და ლეო მათეს ძე კერესელიძეები.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფულიდან ივანე და ილია თაქთაქიშვილებს 35 000 მანეთი ერგოთ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფულიდან იოსებ გედევანიშვილს 114 000 მანეთი შეხვდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფულიდან გიორგი კერესელიძეს 116 000 მანეთი შეხვდა.