საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87599

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის დეკემბერში ჰეინემ და ფერდინანდ ოტენმა ფარმაცევტთა ბიუროში შეიტანეს განცხადება, რომელშიც ფარმაცევტთა საზოგადოების კრების თავმჯდომარედ ბახჩიევის არჩევას აპროტესტებდნენ. ბიურომ მათი საჩივარი განიხილა და არჩევანი უკანონოდ სცნო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი პეტერბურგში ამიერკავკასიის რკინიგზით გაემგზავრა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 1-ელ დეკემბერს დაასაფლავეს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის დედა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილისა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის დეკემბერში პეტერბურგში გაიმართა ქართული საღამო. საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობდა ქართული სიმღერების ხორო, რომლის ლოტბარი იყო ა. შიშკინი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის ნოემბერში გარდაიცვალა დავით და ილია ზაქარიას ძე მელიქიშვილებისა და მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძის დედა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილისა. პანაშვიდები იყო კოჯრის ქუჩაზე, გასვენება – 1-ელ დეკემბერს, დილის 10 საათზე, ვანქის ეკლესიიიდან, დაკრძალვა – დიდუბის ეკლესიის გალავანში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელი დეკემბრისთვის კომისიამ შეამოწმა ჯარიკაცები, რომლებიც გამოსადეგი არ იყვნენ სამხედრო სამსახურისთვის. კომისიის თავმჯდომარე იყო მსროლელთა რაზმების მეორე ბრიგადის უფროსი, გენერალი რილკა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის დეკემბერში მიწათმოქმედების მინისტრის, ა. ს. ერმოლოვის თავმჯდომარეობით გაიმართა კომისიის სხდომები. კომისიას ევალებოდა შავი ზღვის განაპირა ადგილების დასახლებისა და მოწყობის საქმე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ყოველწლიური კონცერტი 21 დეკემბერს გაემართა. ეს საქმე იკისრეს ოლღა ჭავჭავაძისამ, მარიამ სარაჯიშვილისამ, მარიამ ზაქარიას ასული გაბაშვილმა და ეკატერინე გაბაშვილმა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ტარიელ დიმიტრის ძე გაბუნიას განცხადება სპირტიანი სასმელების საწყობის შესახებ.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილის გარდაცვალების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კონსტანტინე (კოტე) ანდრონიკაშვილის წერილი „ორიოდე სიტყვა სახალხო განათლების შესახებ“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის კლუბის დარბაზში ტ. ი. ნაზაროვის თაოსნობით უნდა გამართულიყო მუსიკალური საცეკვაო საღამო ქუთაისის ბავშვთა სამზრუნველო საზოგადოების დასახმარებლად. ბილეთები იყიდებოდა შნეიდერის მაღაზიაში.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს საქმისმწარმოებელ სერგო ავალიანს ბრალად ედებოდა ჯარში გაწვეულ პირთაგან ქრთამის აღება და სამხედრო ბეგარისგან გათავისუფლება. სასამართლომ ავალიანი დამნაშავედ ცნო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 ნოემბერს გამართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პეტრე გრუზინსკი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ახლად გარდაცვლილი საპატიო წევრის, სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის, ივანე ტიხეევის ხსოვნას პატივი მიაგეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ნოემბერს სამეურნეო საჭიროებათა კომიტეტის პირველი სექციის შემდეგ დაინიშნა კრება, რომელზეც განიხილეს ვლადიმერ სტაროსელსკის მოხსენება გლეხთა მეურნეობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებაში ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა წაიკითხა მოხსენება მიწის საკუთრების დაცვის შესახებ.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 29 ოქტომბერს თბილისის გუბერნიაში სახალხო კითხვათა გამმართველი საზოგადოების დამფუძნებელთა კრებას 12 კაცი დაესწრო. კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს შტეინისა, ვასილიევისა და ე. ნ. ჩალენკოვისა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

გენერალ-მაიორი ბიძინა ჩოლოყაშვილი 1902 წლის 28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, გარდაიცვალა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 28 ნოემბერს მადათოვის კუნძულზე მდებარე სავაჭრო საქონლის მაღაზიის მეპატრონემ, ივანე ფარსაგოვმა პოლიციის მე-9 ნაწილში განაცხადა, რომ მისი მაღაზიიდან მოსამსახურე მიხეილ ნამორაძემ სხვადასხვა დროს 200 მანეთამდე ღირებულების საქონელი გაიტანა და მჭედლების ქუჩაზე მოვაჭრე წყალობა ყაზაროვს მიჰყიდა. პოლიციამ ნამორაძე და ყაზაროვი დააპატიმრა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 28 ნოემბერს ქართული დრამატული დასმა დადგა სპექტაკლი ეფემია მესხის მონაწილეობით.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ნოემბერს სამების ეკლესიაში წირვის შემდეგ გადაიხადეს მიხეილ ივანეს ძე გაბაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში გაიმართა კონსტანტინე მესხის ბენეფისი. მან წარმოადგინა ახალი პიესა „კოვერლეის მკვლელობა", რომელშიც მონაწილეობდა ეფემია მესხი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 26 ნოემბერს ქალაქის მოურავის მოადგილემ ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოს საბჭოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე წარუდგინა.