საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ქართულმა დრამატულმა კომიტეტმა სეზონზე 1500 მანეთი იზარალა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძემ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე წაიკითახა მოხსენება: „რა საშუალებანი უნდა იქნას მიღებული სახელმწიფო სამინისტროს მიერ, რომ მთელი რუსეთის ღვინის კეთება წარმატებაში შევიდეს.“

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 აგვისტოს ზაქარია საფაროვმა მიხეილოვის ქუჩაზე გამართა სამმოქმედებიანი წარმოდგენა „მზის დაბნელება საქართველოში“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ლ. ო. ოსიპოვისას, ნ. ი. დმიტრიევისას, ე. პ. ბოღდანოვისას, ი. ა. სტროგანოვისას და ვ. ო. გროზდოვ-დიკოვსკისას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გრ. გუგუნავა დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 4 ნოემბრიდან სმიტმა ფოთში ნოტარიუსად დაიწყო მუშაობა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ივანე ჩერნიკოვი გიტარის მოხელედ მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისში ნოე ჟღენტს 15 წლით კატორღა მიუსაჯა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას გაბრიელ და პეტრე გოკიელებმა თითო მანეთი შესწირეს, დ. ო. ნიჟარაძემ, პ. გ. მიქელაძემ და ე. ე, ფრიკმა – 9-9 აბაზი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მ. ლ. სეგალს ქუთაისში შრომისმოყვარეობის სახლისა და ქსენონის დაარსების იდეა ჰქონდა. ასეთ სახლებში მათხოვრებს ქუჩაში მოწყალების თხოვნის ნაცვლად სხვადასხვა ხელობას შეასწავლიდნენ და სასარგებლო საქმით დააკავებდნენ.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის ოქტომბერში სიმონ ბასილიშვილი თელავის მაზრაში მოკლული იპოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 აპრილს გამართულ ამიერკავკასიის დეპუტატთა კრებაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია, ი. წერეთლის მოხსენება მოისმინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პანტელეიმონ ტუსკია დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 მარტს ამიერკავკასიის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მ. გაჯინსკის განცხადების თანახმად დაინიშნა საწარმოთა საგანგებო თათბირი. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ყველა საწარმოს ამიერკავკასიის მთავრობის ეკონომიკური საბჭოსთვის გადაცემის საკითხი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ესტატე Ჩხარტიშვილმა მცხეთაში, სადგურის მახლობლად, მოაწყო სასეირნო ბაღი „არმაზი“. უამინდობის დროს ბაღში ფარდულებს დგამდნენ.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 9 დეკემბერს ავქსენტი მიხეილის ძე ფრუიძე ცაგერის გზაზე თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძე ქუთაისის ქართული დასის მსახიობი იყო.

1896

ტიპი: განათლება

1896 წლის 26 ოქტომბერს ქალაქის თვითმმართველობამ ქალთა პირველი გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეს, მანდენოვისას სტიპენდია დაუნიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გაბრიელ იოსების ძე გოკიელი ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვ. ნ. აბულაძე მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I ბაქოსა და თბილისში ვიზიტს გეგმავდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვ. ვოლსკი მასწავლებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკიმე კირთავას ლოსაბერიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ს. ლოლუა ქუთაისის ქართული დასის მსახიობი იყო.