რეგისტრირებული ფაქტები87599
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 16 ნოემბერს უეცრად გაირდაიცვალა სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების ბუღალტერი ა. კლეპანსკი.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 16 ნოემბერს პეტერბურგში გარდაიცვალა მიწათმოქმედების სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი ივანე ივანეს ძე ტიხეევი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 ნოემბერს სახალხო თეატრში ვიქტორ გამყრელიძის რეჟისორობით დაიდგა მელოდრამა „პარიზის ღარიბ-ღატაკნი".
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ლევონ ნიკოლოზის ძე ფარსადანიანცი დაიბადა 1902 წლის 15 ნოემბერს თბილისში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 15 ნოემბერს ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში ხარკოვის საოპერო დასმა ა. პ. ბონაჩიჩის მონაწილეობით ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ წარმოადგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 15 ნოემბერს ქუთაისში გაიხსნა საგადასახადო ინსპექტორთა კრება, რომელზეც განიხილავდნენ სამრეწველო გადასახადის დებულებას. 22 ნოემბერს კრება დროებით შეწყდა, რადგან ქუთაისის სახაზინო პალატის თავმჯდომარე მ. ა. გრიგორაში თბილისში დაიბარეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისის სახალხო სკოლების დირექტორის ნებართვით ავლაბარში გაიხსნა საკვირაო სკოლა, რომლის მზრუნველად დაინიშნა ეკატერინე დ. ლორთქიფანიძისა. სკოლა იყო ქალაქის სკოლის შენობაში.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 15 ოქტომბერს მიწათმოქმედების მინისტრ ა. ს. ერმოლოვს ესტუმრნენ ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი და სოკოლოვი.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 14 ნოემბერს პოლკოვნიკი ზაალ ჩრდილელი უეცრად გარდაიცვალა ოლგას ქუჩაზე, თამამშევის სახლში. გვამი მიხეილის სამკურნალოს საანატომიო განყოფილებაში გაგზავნეს.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 14 ნოემბერს ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა ბათუმის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 ნოემბერს ქართულ თეატრში გაიმართა წარმოდგენა ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 12 ნოემბერს კოლაუ ნადირაძემ მშობლებს, გალაქტიონ და აგნესა ნადირაძეებს, წერილით შეატყობინა, რომ კარგად სწავლობდა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 11 ნოემბერს თბილისის სასამართლომ განიხილა ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებ კოწია წულუკიანის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა მკვლელობა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, ჩამოართვა ყველა განსაკუთრებული უფლება და 5 წლით გაგზავნა პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ მათე ნიკოლაძე, როსტომ აღა-ზადე, მემედ მჟავანაძე და ნიკოლოზ წერეთელი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ: იასონ საბახტარიშვილი, კარლო ჩხეიძე და ალფესი მიქელაიშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ: ივანე ბეთანოვი, სტეფანე ვარძელოვი, მოსე ბარკალაია, მუფტი ზადე კაადირ ეფენდი და ნიკოლოზ საბაევი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში ხარკოვის საოპერო დასმა ა. პ. ბონაჩიჩის მონაწილეობით ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ წარმოადგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. კანდიდატად დასახელებულმა გრიგოლ ვოლსკიმ უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ ლეონიდე ქიქოძე, სარდიონ ქუთათელაძე, ივლიანე ლომინაძე, ლუკა გაბუნია და დიმიტრი მაჭუტაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ ანტონ გალდავაძე, ალექსანდრე გოგიჯანაშვილი, ალექსი გუგუშვილი.

