საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82566

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადებაში გამომცემელი თხოვდა გაზეთის დამატების ხელისმომწერებს, უმალ მიემართათ საგამომცემლო კომიტეტისათვის დამატების დროულად ვერმიღების შემთხვევაში.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების თანახმად, იმ ნომრიდან მოყოლებული გაზეთის ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში დაიბეჭდებოდა გაზეთის ნომრები, რომლებიც ფოსტით გაიგზავნა სხვადასხვა ქალაქში და მათი გაგზავნის დრო, ასევე ცნობები რუსეთიდან გამოგზავნილი პერიოდული გამოცემების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ, ეფემია და ნინო ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილების თხოვნა გამოეყოთ მიწა ძმის, დავით ხელთუფლიშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ელისაბედ, ეფემია, ნინო ბესარიონის ასული და დავითის ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილები იყვნენ და–ძმანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა კ. კაპანელი-ჭანტურაიას პუბლიცისტური წერილი „„მეშჩანობა“ და იდეალი“.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: რებეკა ისაიას ასული ვაშაძე-გამსახურდია, მარიამ ვლადიმერის ასული ვოლსკისა, ჯიბრაილ დავითის ძე იაშვილი, სერგო ზაქარიას ძე ისაიევი და სვიმონ ლავრენტის ძე კაციტაძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ნესტორ ეგნატეს ძე კიკალიშვილი, კონდრატი ბაგრატის ძე კოკაია, გიორგი ესტატეს ძე ლომაძე, მიხეილ ესტატეს ძე ლომაძე და გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი თეიმურაზის ძე ნანეიშვილი, ელენე ბარამის ასული ნანეიშვილისა, თამარ დარისპანის ასული ნემსაძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ოთხმეზური და ეკატერინა ზაქარიას ასული ოთხმეზურისა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ევსევი დავითის ძე თოდუა, გიორგი ნიკოლოზის ძე რუხაძე, კონსტანტინე დავითის ძე წერეთელი, ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელი და ნაპოლეონ სოლომონის ძე წერეთელი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ივანე კონსტანტინეს ძე წერეთელი, ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა, ვლადიმერ არსენის ძე ჟღენტი, პარმენ გიტოს ძე ჭანიშვილი და გიორგი მეთოდეს ძე ხოშტარია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: სვიმონ დავითის ძე ჯაფარიძე, ლეონტი გრიგოლის ძე ჩაჩანიძე, სევერიან სპირიდონის ძე ჩიქოვანი, ლევან გოცაძე და ნინო ბესარიონის ასული დევდარიანი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: ივანე გაბრიელის ძე გაბრიილიდი, ივანე სოფრომის ძე ედიგაროვი, ერმილე გიორგის ძე თაყაიშვილი, ელიზარ ივანეს ძე იაშვილი და კლემენტი ანტონის ძე კამპანიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის თხოვნა, რომ ბათუმში ქართული სკოლა ისევ გახსნილიყო. თუ სკოლის გახსნა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ გამგეობას სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე უნდა აღეძრა შუამდგომლობა, ბათუმის სკოლის მასწავლებლებისთვის მიეცათ შესაფერისი ადგილი ქუთაისში ან თბილისში. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ბათუმის ბედის გადაწყვეტის შემდეგ უნდა განეხილათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით სოფელ ვეჯინში დაარსდა საზოგადოების განყოფილება. შემოიტანეს საწევრო და თხოულობდნენ დამტკიცებას. გამგეობამ გადაწყვიტა ვეჯინის განყოფილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წევრები იყვნენ: სოფიო ნიკოლოზის ასული კაჩაური, ვიქტორ ილიას ძე კიკვიძე, მარიამ როსტომის ასული ღოღობერიძისა, ვლადიმერ თევდორეს ძე ხარიტონოვი, სვიმონ დავითის ძე წერეთელი, ვერა სვიმონის ასული ჯღამაძე და სვიმონ დიმიტრის ძე ჩიხელიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კორექტორის მოხსენება წიგნთა საწყობისთვის საჭირო ოთახების დაქირავების შესახებ. გამგეობამ კორექტორის წინადადება მიიღო და სამი ოთახის დაქირავება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით სამოქალაქო უწყების მედიცინის ნაწილის სამმართველოში აღადგინეს მედიცინის დოქტორი ანტონ კასტელანო.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით სიღნაღელი ექიმი სააკოვი გორში მრჩეველად დანიშნეს.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 5 ივნისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით წურინოვი დანიშნეს სიღნაღში „კოლლეჟსკი ასესორად“. იქამდე წურინოვი გორში ექიმად მუშაობდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 10 მაისს მიხეილ რომანოვის ბრძანებით საგუბერნიო მდივანი წინამძღვრიშვილი დანიშნეს მეშვიდე მეჟევის კომისიის სამსჯავრო წევრად.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის პირველი ივლისიდან მიხეილ რომანოვის ნებართვით საფოსტო ეკიპაჟებს უნდა ევლოთ თბილისიდან ქუთაისში, ერევანში, ნახიჩევანში და ჯუფში.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 10 მაისს, მიხეილ რომანოვის ბრძანებით, „ნადვორნი სოვეტნიკი“ ხატისიანი დანიშნეს მესამე მეჟევის კომისიის სამსჯავრო წევრად.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 1-ლი ივლისიდან, მიხეილ რომანოვის ნებართვით, ერევნის და ქუთაისის სავალ გზებზე საფოსტო ეკიპაჟმა დაიწყო სიარული.

1866

ტიპი: მფლობელობა

1866 წლის 6 სექტემბერს თბილისის სასამართლოში გადაწყვიტეს უძრავი ქონების გაყიდვა, რომელიც ნონია აიბეგოვს ეკუთვნოდა.