საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90410

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გეფშტეინი იყო ქალაქ თბილისის გამგეობის რწმუნებული, ნაფიცი ვექილი.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის დირექტორი იყო მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი სტეფანე ვასილის ძე საფონოვი.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ვასილ ტიმოთეს ძე ბელიაევი მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სახაზინო განყოფილებაში.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს აკიმ ნესტორის ძე მიცულოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის მესამე განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი ალექსი სერგის ძე სტროკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის დირექტორის მდივნად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1849 წლებში მიხეილ ივანეს ძე ჩოლოყაევი თუშ-ფშავ-ხევსურეთის მხარის მმართველი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს პავლე იაკობის ძე მარინი კავკასიის მეფისნაცვლის საიდუმლო მრჩეველი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს კლიმენტი ნიკოლოზის ძე დობრჟანსკი ბაქოს მაზრის მსაჯული იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს მიხეილ პავლეს ძე შერბინი კავკასიის მეფისნაცვლის სახელმწიფო მრჩეველი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სახელმწიფო მრჩეველი პავლე გაბრიელის ძე შასტლივცევი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის ვიცე-დირექტორად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს პროკოფი ანტონის ძე მატიუხოვი ელიზავეტპოლის მაზრის მსაჯული იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კოლეგიის მრჩეველი დიმიტრი დიმიტრის ძე რიზო კავკასიის გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოხელედ მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს გუბერნიის მდივანი გაბრიელ ალექსანდრეს ძე ტოკარევი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი პავლე ალექსანდრეს ძე ბულგაკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის დირექტორის უმცროს დამხმარედ მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ანდრეი თევდორეს ძე ნევსკი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის პირველი განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ვასილი პავლეს ძე ალექსანდროვსკი კავკასიის გუბერნიის უმცროს მრჩევლად მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი გაბრიელ ილიას ძე იურჩენკო კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ალექსი თეოდორეს ძე კრუზენშტერნი კავკასიის გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოხელედ მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს გუბერნიის მდივანი მიხეილ მიხეილის ძე მარკევიჩი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ალექსანდრე ალექსის ძე მორზენკო კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის მეორე განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სოფიო გერასიმის ასულ მძინაროვს დავალიანება ჰქონდა 940 მანეთი და 88 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, როზალია პავლეს ასულ ბარაბაშევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ახალციხეში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და 47,5 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში როზალია პავლეს ასულ ბარაბაშევს დავალიანება ჰქონდა 1541 მანეთი და 50 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არშაკ ვასილის ძე არტაზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში ვადავოზნის ქუჩაზე მდებარე ორი ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ფარეხით, ფიცრულით და 680 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არშაკ ვასილის ძე არტაზოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ თბილისში ვადავოზნის ქუჩაზე მდებარე ორი ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, ფარეხით, ფიცრულით და 680 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.