რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომლის თანახმად მან მხატვარ ივანე კოვშაროვის მიერ წაღებული ხატის ჩარჩოები თელავში მისი სიმამრის შაქრო ბეგიჯანოვის დუქანში იპოვა.
1877
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მხატვარ ივანე კოვშაროვის სიმამრი შაქრო ბეგიჯანოვი იყო.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 27 ნოემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ აკადემიკოს ვლადიმერ ივანეს ძე მოშკოვს გამოუცია რუსეთ-სპარსეთის ომისადმი მიძღვნილი სურათების ალბომი. განცხადების მიხედვით, 1830 წლის 26 ოქტომბერს აკადემიკოს მოშკოვს გაზეთის რედაქციისთვის შეუტყობინებია, რომ ალბომის ეგზემპლიარები თბილისში გადაიგზავნებოდა დეკემბრის ბოლოსთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ქუჩიშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დახმარების შესახებ. საკითხის საბოლოო განხილვა გადაიდო. 30 ივლისის სხდომაზე კი გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის დახმარების სახით 100 მანეთი მიეცა.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ასლან-ბეი აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის უმცროსი ძმა იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ ახმეტაში მცხოვრებ გლეხებს მამასახლისები და მათი ხელქვეითები ვალის გადაუხდელობის გამო ოჯახში უვარდებოდნენ და თანხის სანაცვლოდ პური, ქვაბი და სხვა ნივთები გაჰქონდათ, რომლებსაც დუქნებში აგირავებდნენ, აღებული თანხით კი არაყსა და ღვინოს ყიდულობდნენ. დაგირავებული ნივთები 2 კვირის განმავლობაში მედუქნესთან ინახებოდა და თუ მეპატრონე თავის კუთვნილ ნივთს ვერ გამოისყიდდა, მედუქნე მათ თელავში გზავნიდა გასაყიდად.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ 15 აგვისტოს კახეთში წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაულს დაესწრო, რომელსაც მოსახლეობა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდა. ღონისძების შემდეგ ეკლესიაში შევიდა, საიდანაც გამოსულს გზად მღვდელი შეხვდა და მოუთხრო თუ რა დიდ შემოსავალს იღებდა ეს ეკლესია ხალხისგან, რომელსაც ბლაღოჩინი თავის სასარგებლოდ იყენებდა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომ 15 სექტემბერს საგარეჯოში ჩავიდა გუბერნიის ექიმი, რომელმაც ადგილობრივ მამასახლისებს მისცა თავისი ხელით დაწერილი დარიგება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ საქონლის ჭირი არ გავრცელებულიყო. სამწუხაროდ, არცერთ მამასახლისს არ გაუთვალისწინებია ეს დარიგება.
1877
ტიპი: მფლობელობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა გიორგი ადამის ძე ადამაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 297 მანეთი და 46 კაპიკი იყო.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა სადიხ ოსპარ-ოღლი მეხტიევის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 1266 მანეთი და 88 კაპიკი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრის ვასილ ღლონტის თხოვნა, ორი მასწავლებლისთვის ოთხი თვის ანაზღაურება მიეცათ. ამისათვის ის ითხოვდა სესხს 1786 მანეთსა და 68 კაპიკს. გამგეობამ მისი თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა მართა მიხეილის ასული ვაჩნაძის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 2036 მანეთი და 53 კაპიკი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კათალიკოს კირიონ II-ის დაკრძალვაში მონაწილეობის მიღების საკითხი. საკითხის ორგანიზება თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგსა და მის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს მიენდო. დაკრძალვას საზოგადოების ყველა წევრი უნდა დასწრებოდა.
1877
ტიპი: მფლობელობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 432 მანეთი და 96 კაპიკი იყო.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში საჯაროდ გაიყიდებოდა მინა მანუკის ძე ვართანოვის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 641 მანეთი და 44 კაპიკი იყო.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა მინადორ ზურაბის ძე საყვარელიძის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 537 მანეთი და 20 კაპიკი იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომ ივრის ხეობაში ძალიან კარგი პურის მოსავალი აიღეს გლეხებმა, რომელიც მათგან ვაჭრებმა შეიძინეს დაბალ ფასად და დამალეს იმ იმედით, რომ საჭირო დროს, როცა მთავრობას ჯარის გამოსაკვებად პური დასჭირდებოდა ძვირად გაყიდდნენ. სამწუხაროდ ვაჭრები არ ფიქრობდნენ, რომ ჯარი იყო მათი ქონებისა და ოჯახის დამცველი.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ქრისტეფორე ნიკიტას ძე ტერ-მიკიტირჩიანის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 82 662 მანეთი და 28 კაპიკი იყო.
1877
ტიპი: მფლობელობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ნატალია ივანეს ასული ზემიანსკის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 5465 მანეთი და 17კაპიკი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა მარიამ ბიძინას ასული თარხან-მოურავის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6974 მანეთი და 22 კაპიკი იყო.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ოტია გიორგის ძე ზანდუკელის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 846 მანეთი და 83 კაპიკი იყო.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა გიორგი გიორგის ძე ერისთავის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 4909 მანეთი და 32 კაპიკი იყო.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა გიორგი ნიკოლოზის ძე ვაჩნაძის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 1037 მანეთი და 20 კაპიკი იყო.