რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას პათოლოგიისა და თერაპიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, მ. დ. ალიაკრიტსკის – ქუნთრუშის შესახებ, ი. ი. მალინინს – ნათხემის ანთების შესახებ, მიხეილ ვასილის ძე სკოროვს – ქრონიკული ურემიის შესახებ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელმა გაიტანა გიორგი ყაითმაზოვი. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, გიორგი ყაითმაზოვი თბილისში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისს თბილისში რიყის ქუჩაზე რკინიგზის მატარებელი დაეჯახა მიხეილ შერმაზანოვს, რომელიც მძიმედ დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, მიხეილ შერმაზანოვი თბილისში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 მაისს თბილისში არტილერიის ქუჩაზე მდებარე ძმები სტეფანოვების მაღაზია გაძარცვეს, გაიტანეს ავეჯი და 150 მანეთი. საქმეს პოლიციის 1-ელ განყოფილებაში იძიებდნენ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ძმები სტეფანოვები მაღაზიას ფლობდნენ თბილისში არტილერიის ქუჩაზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველი იყო იოსებ გასმანი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, იოსებ გასმანი გადაიყვანეს დილიჯანის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ალექსანდრე საყვარელიძე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 მაისიდან ალექსანდრე საყვარელიძე დანიშნეს სიღნაღის სასამართლოს განყოფილების მდივნის ხელქვეითად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ევგენი ავთანდილის ძე ბაგრატოვი თავისი თხოვნის თანახმად მოხელედ გაამწესეს თბილისის საგუბერნიო სამმართველოში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დიმიტრის ძე თარხან-მოურავი თავისივე თხოვნის თანხამად მოხელედ გაამწესეს თბილისის საგუბერნიო სამმართველოში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ალექსანდრე ფილადოვი იყო თბილისის გუბერნიის სამმართველოს კანცელარიის მოხელე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის" მიხედვით, ალექსანდრე ფილადოვი გადმოიყვანეს თბილისის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელედ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიმერ ბებუთოვი თავისივე თხოვნის თანახმად სამსახურიდან დაითხოვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიმერ ბებუთოვი არყის გამოსახდელი ქარხნების უფროსი კონტროლიორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თელავის წმ. ნინოს სასწავლებელს ფინანსურად ძალიან უჭირდა და მისი მფარველობა გადაწყვიტა დონდუკოვ-კორსაკოვისამ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დონდუკოვ-კორსაკოვისა იყო მთავარმართებლის ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვის მეუღლე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა დივერტისმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, ანდრონიკოვისა, ვაჟა ფშაველა, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მაისს პარასკევს ქართულ თეატრში გაიმართებოდა სამმოქმედებად დრამა ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის (მოჩხუბარიძის) თხზულება „არსენა“, საიდანაც ნინოს როლს ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა შეასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დაიბეჭდა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა „მეთოდური სახელმძღვანელო სამშობლო ენის შესასწავლად“, რომლის ღირებულება 20 კაპიკი იყო.

