რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ბათუმის გამგეობამ ქალაქის საავადმყოფოს გარემონტება ეფრემიდს დაავალა. მან საქმეს თავი ვერ გაართვა და კლინიკა ნახევრად გადააკეთა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის ნოემბერში დეკანოზმა ვოსტროგოვმა ბათუმის გამგეობაში განცხადება შეიტანა გურია-სამეგრელოს საეპარქიო კანცელარიის ბათუმში გადასატანად შესაფერისი შენობის გამოყოფის შესახებ.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე კენჭისყრის გარეშე აირჩიეს გამგეობის თავმჯდომარედ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებას.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოსის, ედუარდო როპის მიერ თბილისში გამართულ დარბაზობას.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც მიიღეს დადგენილება სოხუმში სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით სამოსწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს განვლილი წლის ანგარიში, შეიტანეს კორექტივები და გამგეობის წევრად ვახტანგ მუსხელიშვილი აირჩიეს.
1903
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ხიზანიშვილი მნიშვნელოვან საკითხზე შესათანხმებლად სადილზე მიიწვია.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო დავით სარაჯიშვილთან ბარონ დე ბაის პატივსაცემად გამართულ წვეულებას.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წელს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტის დავალებით ვალერიან გუნიამ, პეტრე ყიფიანმა და თედო სახოკიამ საგურამოში მიაკითხეს თხოვნით, ფედერალისტთა პარტიის დასაფინანსებლად დავით სარაჯიშვილთან ეშუამდგომლა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სამხედრო ტაძარში ვასილი ველიჩკოს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად სოხუმიდან ფოთისკენ გემით გაემგზავრა.

