რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ივანე ფელიქსის ძე თხორჟევსკი იყო ქართულიდან რუსულ ენაზე მთარგმნელი.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობა აპირებდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათ-თორმეტ ტომად გამოშვებას.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლისათვის ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობამ დაბეჭდა ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ოთხი ტომი.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი შედიოდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღმდგენელ კომისიაში.
1903
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილია მოწვევით თუ არჩევნების გზით მონაწილეობდა ყველა იმ კომისიაში, რომლებიც არკვევდა ქვეყნის მეურნეობისა და სხვა საჭიროებათა საკითხებს.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის ცნობით, ილია იყო სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი.
1903
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიას თხზულებები იბეჭდებოდა „დროებაში“, „კრებულში“, „საქართველოს მოამბეში“, „ივერიასა“ და ჟურნალ „მოამბეში“.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ რეცენზიები ილიას ლექსებზე დაიბეჭდა თბილისის რუსულ გაზეთებში „Кавказ“ და „Новообозрение“, ასევე პეტერბურგის „Русская мысль“-სა და „Живописное обозрение“-ში და მოსკოვის ერთ გაზეთში.

