საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიური კრების მუშაობაში, რომელზეც განიხილეს განვლილი წლის ანგარიში, იმ მამულების საკითხი, რომლებიც ვერ გაიყიდა და ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაციის საკითხი.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-17 წლებში გიორგი კონსტანტინეს ძე გაჩეჩილაძე სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი სამი თვით ევროპაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ და დაქვეითებული სმენის სამკურნალოდ.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1910 წლებში ზაქარია სიმონის ძე პეტრიაშვილი გლო­ლის იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წლის 15 მაისს დაიბადა კომპოზიტორი შალვა მიხეილის ძე მშველიძე.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-06 წლებში დომენტი გიორგის ძე ლოსაბერიძე სოფ. დვალიშვილების წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1904 წელს რუსეთში გაქცეული ნოე რამიშვილი როსტოვში არალეგალურად ცხოვრობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს თბილისში ნოე რამიშვილი ჟანდარმერიამ დააპატიმრა, მაგრამ მან გაქცევით უშველა თავს და რუსეთში გადავიდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე ტბე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1917 წლებში ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე სამ­თი­სის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1917 წლებში სპირიდონ იოსების ძე ჭელიძე სა­კე­ცი­ის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1917 წლებში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე ბუ­გე­უ­ლის­ (ქვე­და) ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს რუსული სოციალ-დემოკრატიის დაპირისპირების ფონზე ბათუმში პარტიული კომიტეტის სხდომაზე ქართველმა მუშებმა ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მენშევიკურ პროგრამას ცალსახად დაუჭირეს მხარი.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-06 წლებში ტიმოთე ქრისტეფორეს ძე ლორია სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-08 წლებში კონსტანტინე ივანეს ძე ქუთათელაძე სოფ. ივანდიდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-12 წლებში პავლე ეგნატეს ძე ხელაძე სოფ. ისრითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს კავკასიაში რუსული სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური და მენშევიკური ფრაქციების დაპირისპირებისას ბათუმში ნოე რამიშვილს ორატორული პაექრობა მოუხდა იოსებ ჯუღაშვილთან.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-10 წლებში იესე ბერის ძე გაბელაშვილი სოფ. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს პავლე იოსების ძე თუმანიშვილი გაზეთ „ივერიის“ გამომცემელი იყო.

1904

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ასლანის ძე მდივანი რუსეთ-იაპონიის ომში იბრძოდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ვასილის ძე სუმბათაშვილი რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) მონაწილე იყო.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კირილე პეტრეს ძე ქუთათელაძე რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) მონაწილე იყო.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე გიორგის ძე ყაზბეგი რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) მონაწილე იყო.