რეგისტრირებული ფაქტები85205
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ ვასილ ბარნოვი დაინიშნა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს თედო სახოკია და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის სხვა მოსწავლეები მარტვილიდან ახალ სენაკში გადაიყვანეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
თბილისის სემინარიის პანსიონს, სადაც თედო სახოკია 1884 წელს დასახლდა, ბურსას ეძახდნენ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეორე მოსამზადებელ კლასში ქართულის მასწავლებელი იყო პოლიევქტო კვიცარიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1884 წლებში ივანე ოდიშარიას სახლში მარტვილის სასულიერო სასწავლებლის არაერთი მოსწავლე რჩებოდა საცხოვრებლად.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია შიო დედაბრიშვილისა და სოსო ლაღიაშვილის დახმარებით ეცნობოდა იმდროინდელ, მოწინავე იდეების გამტარებელ რუსულ და ქართულ პერიოდიკას, კერძოდ, რუსულ „Современник“-სა და „ Отечественные записки“-ს და ქართულ ჟურნალებს, „კრებულსა“ და „იმედს“.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს თედო სახოკიას თხზულება „წარსულიდან“ ლიტერატურის მუზეუმის არქივში ინახებოდა.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგე ნინა თოფჩიშვილმა წერილობით დაადასტურა ნინო ტატიშვილ-ყიფიანის პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის სისწორე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო დავით ლორთქიფანიძე.