საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გიორგი საძაგლიშვილმა შესწირა 6 ვერცხლისა და 4 სპილენძის ძველი ფული.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მაიორი დეილისი დიდი ბრიტანეთის სამხედრო რწმუნებული იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გაზეთი „კავკაზი“ იუწყება, რომ ეკატერინე გაბაშვილს უარი მოუვიდა პეტერბურგიდან საყმაწვილო სურათებიანი ჟურნალის ქართულად ბეჭდვის თაობაზე, როგორც ვასილ რცხილაძესა და მ. ქართველიშვილს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ბენიამინ ჩხიკვიშვილი ქალაქ თბილისის მოურავი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი „კავკაზსკოე სლოვოს“ რედაქტორი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა სომეხი პოეტის, ოვანეს თუმანიანისგან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძისგან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მემედ-ბეგ აბაშიძე იყო სამუსულმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მეჯლისის თავმჯდომარე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშა მიიღო ბათუმის ქართველ მუსულმანთა და ქართველ ქრისტიანთა ეროვნული საბჭოსგან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მაიორი დე ნონანკური იყო საფრანგეთის სამხედრო კომისიის მეთაური.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა სომხეთის საზოგადო მოღვაწე და მწერალი ოვანეს თუმანიანი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვარს თბილისში ჩამოვიდა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მიერ განსაზღვრულ ზომამდე გაზრდილიყო დაწესებული სასინჯო გადასახადი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის დაევალებინათ შემდეგი საკითხები: იმ მოხელეებს, რომლებიც 9 დეკემბრის დეკრეტის თანახმად შტატგარეშე დარჩებოდნენ, ნოემბერ-დეკემბრის ხელფასები მიეცათ ნოემბრამდე არსებული ნორმით; მოხელეთა სრული ლიკვიდაცია მომხდარიყო არაუგვიანეს 1920 წლის იანვრისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს, 12 საათზე, სიონის საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე თბილისის სამღვდელოების მონაწილეობით ლიტანიით გაემართებოდა თავისუფლების მოედანზე, სადაც გადაიხდიდა საზეიმო პარაკლისს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ განათლების სამინისტროსა და კულტურის დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად გამართულიყო თათბირი ქართული კონსერვატორიის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს კ. ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის კრებაზე საგანგებო სხდომა ქართული კონსერვატორიის დაარსებასთან დაკავშირებით დაინიშნა 18 იანვარს 12 საათზე ქართული სამუსიკო საზოგადოების სკოლაში, პეტრე დიდის ქუჩა N 8.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოება სთხოვდა ყველა იმ პირთ, ვისაც მოეპოვებოდა განსვენებული კომპოზიტორის, ნიკო (კიკო) სულხანიშვილის საერო თუ ეკლესიური ნაწარმოებები, მიეტანათ საზოგადოებაში მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N 8.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული სამუსიკო საზოგადოება აპირებდა კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის თხზულებათა შეკრებას და გამოცემას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ანტონ დელფიუშე იყო რომის პაპის წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ ბარნოვის ფელეტონი „თამარ მეფის სურათი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა უგო ოიეტის ნოველა „ქაჯი“, რომელიც იტალიურიდან თარგმნა ივანე ზურაბიშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მღვდელ ალექსანდრე ოქროპირიძის წერილი „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაღუპვა მოელის“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძე იყო მღვდელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს წინადადებით შედგა მორწმუნეთა კრება.