საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 5 ოქტომბერს პოლიციის მე-10 ნაწილში პოლიციელმა ქუჩაში ნახა 2 კვირის ჩვილი მდედრობითი სქესისა. მას მიმაგრებული ჰქონდა ბარათი წარწერით: „ვასილ ივანეს ძე ზალცევსკი, გთხოვთ ბავშვი გადასცეთ მის უსინდისო მამას“.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 5 ოქტომბერს ბაქო-ბალაჯრის გზით თბილისში ჩამოვიდა გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 5 ოქტომბერს მთავარმართებლის სასახლეში გაიმართა კრება შავი ზღვისპირა ადგილებში რუსების დასახლების მოწესრიგების საკითხზე. კრებას დაესწრო მიწათმოქმედების მინისტრი ა. ს. ერმოლოვი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 4 ოქტომბერს ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრი ერმოლოვი. მინისტრს რკინიგზის სადგურზე დახვდნენ მოხელეები, ქალაქის მოურავის მოადგილე, სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 4 ოქტომბერს ელისაბედის ქუჩის მცხოვრებ ელისაბედ ჩხეიძეს მოსამსახურე ვასილ გორიანოვმა მოჰპარა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ შეგროვებული თანხა, 200 მანეთზე მეტი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად ჩატარებულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო ვიცე-გუბერნატორი ა. ა. კალაჩოვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად ჩატარებულ კომიტეტის პირველი კრებას დაესწრო სასტატისტიკო კომიტეტის მდივანი ა.მუატი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად ჩატარებულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო საგუბერნიო საგლეხო საკრებულოს წევრი ნ. პ. პრინცი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად გამართულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი სიმონ ლორთქიფანიძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად გამართული კომიტეტის პირველი კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე სმაგინი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად გამართულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრო გუბერნიის სახაზინო პალატის მმართველი მ. ა. გრიგორაში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად დანიშნულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრნენ სახელმწიფო ქონებათა მმართველის თანაშემწე სნეგირევი, მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლები, ართვინის ოლქის უფროსი შუბინსკი, ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიის მმართველი სიპოვიჩი და კომიტეტის საქმეთმწარმოებელი რიაბჩინსკი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ფოთს გემით ესტუმრა მიწათმოქმედების მინისტრი ა. ს. ერმოლოვი, რომელსაც დახვდნენ ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და პოლიცმაისტერი.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 2 ოქტომბერს ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტოვი სოფ. ნორიოში დაკრძალეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 2 ოქტომბერს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში დამხმარე საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე კომიისის თავმჯდომარემ, ნ. ი. თამამშევმა უარი თქვა დაკავებულ თანამდებობაზე, მის მაგივრად პირველი გიმნაზიის ინსპექტორი პ. ა. კუმსკოი აირჩიეს

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა კომისიის კრება, რომელსაც დავალებული ქალაქ თბილისის სკოლათა გამგე- კომიტეტის მუშაობის საქმის გამოძიება. კომისიაში მოწვეული იყვნენ კერძო ნაფიცი ვექილები: ლ. ი. შევალიე, ე. ვ. ჩემესოვი და ქალანთაროვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ პრემიის მისაღებად საკონკურსოდ წარმოდგენილი პიესების განხილვაში მიიღო მანაწილეობა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ოქტომბერში პეტერბურგიდან ქუთაისში ჩავიდა საიდუმლო მრჩეველი, ბარონი ბუკსჰევდენი ბავშვთა თავშესაფრის დაარსების საკითხის მოსაგვარებლად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ოქტომბერში ქალაქ თბილისის გამგეობამ სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორსა და ექიმ ისტამანოვს დაავალა, შეემუშავებინათ იმ შენობის პროექტი, რომელშიც უნდა გაეხსნათ ქალთა სიფილისის სამკურნალო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ ოქტომბერს ხუთი ბოროტმოქმედი შეიჭრა ამხანაგობა „ნადეჟდას" შენობაში, თავს დაესხნენ აგენტ კ. ბაჟბეუქ-მელიქოვს და მძიმედ დაჭრეს. თავდამსხმელებმა სალაროდან აიღეს 2 000 მანეთი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის საკრედიტო საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრების თავმჯდომარე იყო ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვი. კრებაზე განიხილეს საზოგადოების ადმინისტრაციის მოხსენება რწმუნებულთა არჩევნების შესახებ, რომელიც დეკემბერში გაიმართებოდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 1-ელ ოქტომბერს მცხეთაში უბედური შემთხვევა მოხდა: ქართველთა გამომცემელი ამხანაგობის სტამბის ასოთამწყობი კანდაბაროვი თბილისში მიმავალი მატარებლიდან გადმოვარდა და მეორე მატარებლის ქვეშ მოჰყვა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა სიღნაღის მცხოვრებ მიხეილ რომანოზის ძე ყაზაროვის საქმე, რომელიც 1894-1897 წლებში კომისიონერად მუშაობდა მოსკოვის სავაჭრო ფირმაში „კ. ს. პოპოვისა და ოდესისა-მ. ი. გოდზვილინსკისა".

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ოქტომბერს ხმოსანთა ერთმა ჯგუფმა კერძო კრება გამართა ქალაქის მოურავობის კანდიდატის ასარჩევად. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი და ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მიხეილ გედევანიშვილის საავადმყოფოში დაარსდა მასაჟისა და სამკურნალო ტანვარჯიშის კურსები როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის. ოთხთვიანი კურსის ფასი იყო 30 მანეთი.