რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ სილიბისტრო დევდარიანის საქმე განიხილა. იგი გაამართლეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს სტეფანე ძიმისტარაშვილი წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს იმერეთის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორის მრჩევლები იყვნენ კოლეგიის მრჩეველები – თავადი გიორგი ოსიპის ძე ბებუთოვი და არკადი სტეფანეს ძე ანდრეევსკი.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 10 ნოემბერს წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში გაკვეთილის მსვლელობისად ქართული ენის მასწავლებელი სტეფანე ძიმისტარაშვილი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 19 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში საბუთების ქურდობაში ბრალდებულ აბაშაში მოვაჭრე ბიჭილო თოფურიას საქმე განიხილეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 16 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ანტონ ჭიჭინაძისა და პავლე და ივანე ნაფეტვარიძეების საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს. მათ ბრალი ცრუ ჩვენების მიცემაში ედებოდათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დრამატული კომიტეტის მოგებიდან მსახიობების, მოლარისა და მოკარნახის ჰონორარისთვის 682.50 მანეთი გამოყვეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს დ. ა. მანუილოვი ქუთაისის ბავშვთა სამზრუნველო საზოგადოების მდივანი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ეკატერინე ბესარიონის ასული მოსიძისა ქუთაისის ბავშვთა სამზრუნველო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ტიგრან სტეფანეს ძე შახბაზიანის სამუშაო ოთახი გაქურდეს. მან ქურდობის შესახებ პოლიციის მე-9 განყოფილებაში განაცხადა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ლუბა სანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრობა დატოვა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 8 ნოემბერს სენაკის მაზრაში მცხოვრები მელიტონ დანელია სატუსაღოში გარდაიცვალა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ტიგრან სტეფანეს ძე შახბაზიანი თბილისის თვალის საავადმყოფოს ზედამხედველი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 ნოემბერს პოლიციელმა შუსტოვმა საგურამოელი ქურდი დააკავა, რომელმაც სვიმონ ნაბიჭვრიშვილს სახელოსნოდან წაღები მოჰპარა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვალერიან შალიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მხრიდან ავანსად მიღებული 100 მანეთი უკან დააბრუნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვალერიან შალიკაშვილის სასარგებლოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას 8.95 მანეთი შესწირეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 12 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ფიდო ჯარაშვილისა და ასიკო საყურაშვილის საქმეზე თბილისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს. მათ ბრალი სონა მჭედლიშვილის ძარცვა-გაუპატიურებაში ედებოდათ.

