საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82929

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მაისში გომარეთის მასწავლებელი მიხეილ კლიმიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მაისის ხელფასთან ერთად ზაფხულის თვეების ხელფასიც მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლასხიშვილის ცნობით, ქართული თეატრალური წრე, რომელიც მართავდა სახალხო წარმოდგენებს, 1899 წელს დგამდა სპექტაკლს „ბუნდოვანი სურათები“, ასევე იგეგმებოდა სახალხო კითხვის მოწყობა ქართულ ენაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჯინოვს ბიბლიოთეკისთვის წელიწადში 100 მანეთის შემწეობის მოცემას შეჰპირდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ანასტასია წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლას 100 მანეთის საზოგადოების წიგნები გადასცა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ორ ბიძაშვილს უხდიდა სწავლის საფასურს სათავადაზნაურო სკოლის პანსიონში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილს საზოგადოება უხდიდა კომერციული სკოლის გადასახადს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორს სთხოვა ნებართვა პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის ნაცვლად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს მიხეილ სოხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა წინარეხის სკოლის მასწავლებლობას.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის ანგარიშის მიხედვით, ძმებ კ. და ს. თავართქილაძეებს მართებდათ საზოგადოების ვალი – 180 მანეთი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი მუშაობდა მასწავლებლად კავკავის სკოლაში, ის ასევე ასწავლიდა გალობას და იყო ქოროს ხელმძღვანელი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯით იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველას თხზულებები, ავტორის ჰონორარი შეადგენდა 334 მან. 37 კაპ.