საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93528

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დავით კარაპეტის ძე ქალანთაროვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ივანოვის ქუჩის შესახვევში, მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებით და 298 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკოლოზ ენოქის ძე ზალინოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ქარავანსარაის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები სარდაფებით და 36 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკოლოზ ზაალის ძე ღოღობერიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 213 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კესარია ათანასეს ასულ რუხაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 39 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკოლოზ გიორგის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მესხეთის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 667 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაბეჭდილ წერილში მღვდელი დიომიდე ჩხაიძე საზოგადოებას ლანჩხუთის საკვირაო სკოლისა და სახალხო სამკითხველოსთვის თანხითა და წიგნებით დახმარებას სთხოვდა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 29 ოქტომბერს ნორიოს ქუჩაზე, კოტელნიკოვის სახლში, ყოფილი პედაგოგი იულია მიხეილის ასული სპასკაია გარდაიცვალა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 29 ოქტომბერს მეეტლე სტეფანე ივანეს ძე ადეიშვილი დაეჯახა 7-8 წლის ბორის ღოღობერიძეს, რომელიც გადარჩა. მეეტლე პოლიციამ დააკავა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მედიცინის დოქტორი, პეტროგრადის ვენერიული კლინიკის ორდინატორი გევორქ ა. ახვერდოვი იუწყებოდა, რომ ვენერიულ, კანის და სიფილისიან ავადმყოფებს საკუთარ ბინაში, მისამართზე: თბილისი, მიხეილის ქ. N7 მიიღებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიზარბეგ ფირანის ძე მესხს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ივანოვის ქუჩის შესახვევში, მდებარე ერთრსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და 189 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გ. კოჩიაშვილი იყო ორთქლით მომუშავე საპნის ქარხნის მფლობელი, რომელიც კახეთის ქუჩა N61-ში მდებარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საპნის ქარხნის მფლობელი გ. კოჩიაშვილი საპირფარეშო საპნებს, პარფიუმერიას, კოსმეტიკას და საოჯახო ნივთებს აწარმოებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ საპნის ქარხნის მფლობელმა გ. კოჩიაშვილმა საკუთარი ქარხნის შესახებ სარეკლამო წერილი გამოაქვეყნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში თბილისში გაიხსნებოდა პირველი ქართული საბავშვო ბაღი მარია მონტესორის აღზრდის სისტემით. ბაღში ორივე სქესის 3-იდან 7 წლამდე ბავშვები მიიღებოდნენ. საბუთების მიღება წარმოებდა მარიამ ერისთავთან, მისამართზე: მამა დავითის ქ. N 36.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ერისთავი იყო პირველი ქართული საბავშვო ბაღის თანამშრომელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიხეილ, ივანე და იოსებ დიმიტრის ძე მატარაძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, სილაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 138 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული სახალხო მასწავლებლის, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძის დაკრძალვაზე სოფელ ლახუნდარაში სიტყვა წარმოთქვეს: კონსტანტინე დავითის ძე ანთაძემ კომიტეტის სახელით, მასწავლებლებმა ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძემ, გიორგი მინას ძე აბაშიძემ და ქალაქის თვითმმართველობიდან – კ. ბუაჩიძემ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მამაჯან ისრაელის ძე ფიჩხაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 9 კვადრატული საჟენი მიწა და 1 კვადრატი ალაბი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე სოფელ ლახუნდარაში დაკრძალეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვარლამ დავითის ძე ძიძიგური თბილისის რკინიგზის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბორჩალოს სამაზრო ერობამ ამავე მაზრის მომრიგებელ მოსამართლეებად აირჩია და სენატმაც დაამტკიცა: ნ. ელიოზიშვილი, ანტონ ხუციშვილი, პ. აკოფაშვილი, ტატოსოვი და დალაქიშვილი. ამის მიხედვით მაზრა დაჰყვეს 5 სამომრიგებლო უბნად: სარვანის, შულავერის, ეკატერინფელდის, ბაშკიჩეტისა და წალკის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პელაგია ნიკოლოზის ასულ ფაღავასა და ანნა რევაზის ასულ ქორქაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ივანოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 794 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკო ანტონის ძე ფირალოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ბაზრის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 22.86 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.