საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მალიშკინი იყო ოლქის საინჟინრო გამგეობის თანამშრომელი.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გელიტაშვილი ცხოვრობდა გორის მაზრის სოფ. ხიდისთავში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბელ ნონიკაშვილი ქალაქ თბილისში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თაოსნობით ნიკოლოზ გოგოლის პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე აკაკი წერეთელმა წაიკითხა ლექსი, რომელმაც დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „ბედნიერ დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ პოლკოვნიკ ივანე (იაშა) სოლომონის ძე ყანჩელის ოჯახი: შვილები მარიამ ყანჩელი-ციციშვილისა, დარია ყანჩელი-გამყრელიძისა, მისი მეუღლე დავით გამყრელიძე, ნათესავები, ივანე დავითის ძე თაქთაქიშვილი, ანა ნიკოლოზის ასული თაქთაქიშვილისა და მათი შვილები, კარპოს და სოლომონ იუწყებოდნენ, რომ პანაშვიდები გაიმართებოდა 18 იანვარს, 12.30 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას დროებით თავისი სახლი დაუთმო. სოფლის საზოგადოება სკოლისთვის შენობის მშენებლობას მალე დაიწყებდა, მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვეს დახმარება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იმპერატორმა კავკასიის მთავარმართებელს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვისას უფლება მიანიჭა განეხილა ყველა სასწავლო წიგნი და სახელმძღვანელო, შემდეგ განათლების მინისტრისთვის გაეგზავნა დასამტკიცებლად. მთავარმართებლამდე ამ საქმეს კავკასიის განათლების მზრუნველი ასრულებდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგეოგრაფიო საზოგადოება კავკასიელის განყოფილებამ მიმართა საიმპერატორო საზოგადოებას თხოვნით, რომ გამოეკვლიათ დევდორაკის მყინვარი, რასაც პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა კავკავის სამხედრო გზისთვის და მეცნიერებისთვის. საიმპერატორო საზოგადოების განცხადებით ეს საქმე უნდა შეესწავლა ადგილობრივ კავკასიურ განყოფილებას, რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვისა იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა ხელთუბნის სკოლას შესწირა 25 სხვადასხვა საკითხავი წიგნი, რისთვისაც მას მადლობას უხდიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვისას უნდა დაემტკიცებინა ქართულ და სომხურ ენაზე გამოცემული ყველა ის სახელმძღვანელო, რომელსაც სწავლა-განათლების მზრუნველი მოიწონებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 20 მარტს იონა მეუნარგია გამართავდა საჯარო ლექციას პოეტ გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და ნაწარმოებების შესახებ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1849 წლებში მიხეილ გრიგოლის ძე კულიკოვი სიღნაღის მაზრის სახელმწიფო ქონების რწმუნებული იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ლევან ედიშერის ძე ჩოლოყაევი ოსეთის მხარის მმართველი იყო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს შუშის ბოთლში ჩადებული ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მიერ დაბეჭდილი წესდება ნიკო ცხვედაძის თაოსნობით თბილისის გიმნაზიის საძირკველში ჩააყოლეს.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნიკოლაევი მთის ხალხების მეთაურის მდივანი იყო. 

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ივანე სოლომონის ძე ავალოვი მთის ხალხების მეთაური იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თბილისის პროგიმნაზიის პედაგოგ ჯვარიშეიშვილს კოლეგიის მდივნის წოდება უბოძეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 იანვარს ქალაქის საბჭოს კრებაზე ევანგულოვმა დამსწრეთ მოუწოდა, წინასწარი ზომები მიეღოთ შავი ჭირის საწინააღმდეგოდ, რადგან დაავადება ინდოეთში მძვინვარებდა და დიდი ალბათობით საქართველოშიც გავრცელდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში სტაროსელსკიმ მიმართა მეურნეობის სამინისტროს რწმუნებულს კავკასიაში და 1200 მანეთი სთხოვა იმ მუშებისთვის, რომლებიც ამერიკული ვაზის დარგვასა და გაშენებას სწავლობდნენ.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 29 იანვარს ალექსანდრე და დავით გუნდიაშვილები ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებდნენ ძმის, შაქრო გუნდიაშვილის, გარდაცვალებას.

1897

ტიპი: ღონისძიება

თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ლ მაისს უნდა გაეყიდათ ეკატერინე ვარლამოვის ორსართულიანი სახლი, რომელიც თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარეობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 18 ნოემბერს კარაპეტ ამიროვმა ბანკში გასანაღდებლად წარადგინა ჩეკი, რომელსაც ბუღალტრის ხელმოწერა არ ჰქონდა, რის გამოც ის ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1 მაისს, თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით, უნდა გაეყიდათ მიხეილ დავითის ძე თარხან-მოურავის მამულები, რომლებიც გორის მაზრის სოფელ გომიჯვარსა და ახალქალაქში მდებარეობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს პავლე ივანეს ძე სმიტენი თბილისის გუბერნიაში პროკურორის (სახაზინო მიმართულების) დამხმარედ მუშაობდა.