რეგისტრირებული ფაქტები89462
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს აკურთხეს ხელოვნებათა გამავრცელებელი საზოგადოების შენობა, მდებარე გრიბოედოვის ქუჩაზე, ვართან არშაკუნის სახლში.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 21 სექტემბერს დაასაფლავეს ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, დასაფლავებას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში ფერმის მახლობლად გადაიწვა გლეხ ნესტორ იამანიძის სახლი. ხატთან დანთებული სანთელი ტანისაცმელში ჩავარდა და ხანძარი ასე გაჩნდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 სექტემბერს 50 წელი შესრულდა ივანე გივის ძე ამილახვრისათვის ოფიცრის ჩინის ბოძებიდან.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წლის 20 სექტემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში" გამოქვეყნდა თბილისის ქალაქისთავის მოადგილის, მ. ს. შესტაკოვის მიერ ხელმოწერილი განცხადება თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ. არჩევნები პირველ საარჩევნო ნაწილში დანიშნული იყო 1902 წლის 22 სექტემბერს თბილისის სობრანიეს საზაფხულო შენობაში, მიხეილის ქუჩაზე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 19 სექტემბერს ეპისკოპოსი კირიონი ბაქო-ბალაჯარის გზით გაემგზავრა რუსეთში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 სექტემბერს ქალაქის საჭოს დარბაზში გაიმართა ქალაქის მედუქნეებისა და მეტრაქტირეების კრება. უნდა აერჩიათ სააქციზო გადასახადების გადამწერები. კრების თავმჯდომარე იყო ნ. პ. კოკჩაევი.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 19 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა სენაკის მაზრის სოფ. ვედითკარის მცხოვრებ პორფირე ლოლუას საქმე, რომელსაც მეზობლის, ივანე ბესარიონის ძის გაბუნიას მოკვლა ბრალდებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 სექტემბერს ქალაქის ხორცის დუქნების გამგე-კომისიის კრებამ (თავმჯდომარე ვარლამ ჩერქეზიშვილი) განიხილა ვერაზე ხორცის დუქნის დაარსების საკითხი.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 19 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სისხლის სამართლის პირველ დეპარტამენტში განსახილველად დანიშნული იყო მამასახლისად ნამყოფი პავლე ახალაიას საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურის დროს ბოროტმოქმედების ჩადენა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 19 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სისხლის სამართლის პირველ დეპარტამენტში განსახილველად დანიშნული იყო ვლადიმერ ახვლედიანის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა ქურდობა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 18 სექტემბერს კახეთის მოედანზე ბეითალ ვარშამოვის სახლს გაუჩნდა ცეცხლი, ორსართულიანი სახლი დაიწვა და ვარშამოვს დაახლოებით 20 000 მანეთის ზარალი მიადგა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 17 სექტემბერს ნიკოლოზის ხიდზე მიმავალმა საზოგადოებამ დაიჭირა ვაჟთა გიმნაზიის 14 წლის მოსწავლე, ვაჭარ გეცოვის შვილი, რომელიც მტკვარში თავის დახრჩობას აპირებდა.
1902
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1902 წელს 17 სექტემბერს ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი ზუგდიდში გაემგზავრა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 17 სექტემბრიდან ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთლის საოპერო დასი წარმოდგენებს მართავდა ქართველ თავადაზნაურთა თეატრში.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 16 სექტემბერს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიის ორი და საბჭოს სამი წევრი. სარევიზიო კომისიის წევრებად არჩიეს დიმიტრი აბაშიძე და სიმონ ჯაფარიძე, საბჭოს წევრებად – იოსებ აბდუშელიშვილი, ნესტორ იოსების ძე ბეჟანიშვილი და გიორგი იაკობის ძე ცერცვაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 სექტემბერს ვანქის ტაძარში გადაიხადეს ქალაქის მოურავად ნამყოფი გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვის სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი. დაესწრნენ სომეხთა კათალიკოსი, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი, კავკასიის მთავარმმართებლის საბჭოს წევრი ა. ნ. სულთან-კრიმ-გირეი, თბილისის მოურავის მოადგილე მ. ს. შესტაკოვი, გამგეობის წევრები, ხმოსნები და სხვ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სამრეწველო სკოლის გამგე დ. პ. ანტროპოვი და ოლქის ინსპექტორი ფიშერი დაესწრნენ თბილისის კომერციული სასწავლებლის მოწაფეთა გაკვეთილებს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 სექტემბერს ვანქის ტაძარში გადაიხადეს ქალაქის მოურავად ნამყოფი გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი. სიტყვა წარმოთქვა ეჩმიაძინის სომეხთა სასულიერო აკადემიის რექტორმა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა 1902 წლის 15 სექტემბერს გორის მაზრის სოფელ ალში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 15 სექტემბერს ბათუმში, რკინის თეატრში", წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის კომედია „ჭკუისა მჭირს".

