საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 27 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული ტაძრების ბედი“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა წინადადება მისცა, ჩაიბაროს ბათუმის ოლქის დროებითი სასამართლოს დაწესებულება ყველა საქმითა და ინვენტარით.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის სტატია „საუბარი სხვადასხვა საგნებზე“, რომელშიც ავტორი ნინია გარეჯელის (ივანე ჯაბადარი) მოსაზრებებს აკრიტიკებდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 ივლისის გაზეთ „კვალში“ ივანე გვრიტიშვილის მოთხრობის „ადამიანის უჩინარი მტრები“ დასკვნითი ნაწილი დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 17 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 ივლისს“, რომელიც ილიას თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დასობანა – სახიფათო თამაში“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ივლისს დ. ჩარკვიანის ინიციატივით ჭიათურის თეატრში „ცხოვრების გმირი“ და „დუელი“ დაიდგა. მთავარ როლს ვლადიმერ მესხიშვილი ასრულებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 ივლისს, ჭიათურის თეატრში სპექტაკლ „ცხოვრების გმირი“ დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ოთხმეზურმა დარბაზში 35 მანეთი მოაგროვა და ვლადიმერ მესხიშვილს საჩუქრად გადასცა პეტიას როლის კარგად შესრულებისთვის.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 ივლისს დ. ჩარკვიანის ინიციატივით ჭიათურის თეატრში „კრეჩენსკის ქორწინება“ და „სიდედრი მაია“ დაიდგა. სპექტაკლებში მთავარ როლს ვლადიმერ მესხიშვილი ასრულებდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ცრუმორწმუნეობის მორევში“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 13 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 11 ივლისს“ დასასრული. წერილი ილიას თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ მამულების გაყიდვის შესახებ“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 11 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 11 ივლისს“ დასაწყისი. წერილი ილიას თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ მამულების გაყიდვის შესახებ“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 7 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 7 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ნუ დავუკარგავთ შთამომავლობას მამულ-დედულს“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 6 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 6 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გამოცდები სემიანარიაში“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 5 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „როგორ ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ბზიკი“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ხილად „კვალის“ მოსაუბრეს“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 2 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საერო დაწესებულებანი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, ივნისის 29“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რკინიგზის მოლოდინი კახეთში“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 26 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, ივნისის 26“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული საგალობლების მნიშვნელობა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 25 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, ივნისის 25“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მუსულმან ქართველთა საკითხი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 23 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, ივნისის 23“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 ივნისს მეურნეობის სამინისტრომ დაამტკიცა სვირის მეღვინეთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იყო ან. ჯუღელი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ხელწერილს იმის შესახებ, რომ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების გადაცემის სანაცვლოდ ალექსანდრე სარაჯიშვილისგან 1000 მანეთი მიიღო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 7 ივნისს ქერჩიდან ბაბო ბაგრატიონისადმი გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი მისი პეტერბურგში მოგზაურობის გამო სიხარულს გამოთქვამდა.