საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მინა მაისაშვილსა და ბაგრატ კვიკვიძეს ციხიდან გაქცევის განზრახვა და ამ მიზნით რკინის მოაჯირის გაჭრა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში მოსე ცხოიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი მოსე კიღურაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის სექტემბერში ვალერიან შალიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მიიწვიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს იუზა ზარდალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ოქტომბერს აბაშაში, სასტუმრო „კავკაზში“ ადგილობრივმა ვაჭრებმა აბაკაროვს სადილი გაუმართეს. 

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ საბავშვო წიგნსაცავში არსებული 690 წიგნიდან 578 — ქართული, 112 კი რუსულენოვანი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მართა ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების საბავშვო წიგნსაცავის ხელმძღვანელი იყო. 

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს თამარ გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წიგნსაცავს ხელმძღვანელობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში პეტრე მერაბის ძე ასათიანს გადასახდელი ჰქონდა 219 მანეთი და 44 კაპიკი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის კლუბის დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თაოსნობით ილიას დაბადებიდან 75 წლის შესრულების აღსანიშნავად გამართულ საღამოზე შალვა ნიკოლოზის ძე დადიანმა „მგზავრის წერილების“ ნაწყვეტი წაიკითხა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ ბაქოს გამგეობის დრამატული კომიტეტი 1914 წლის მეორე ნახევარში დაარსდა. კომიტეტმა ერთ წელიწადში 8762.82 მანეთი მოაგროვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის პირველ ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ლუიზა მარგარეტ ნიკოლსონის კონცერტი გაიმართა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ს. რ. დოვლატოვის ტანსაცმლის მაღაზია გოლოვინის პროსპექტზე მდებარეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის კლუბის დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თაოსნობით ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 75 წლის შესრულების აღსანიშნავად საღამო გაიმართა, რომელზეც ივანე ბარველმა ილიასადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას პ. ჩარკვიანის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი ანტონ ბასილაია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ე. გადილია სენაკის სამაზრო ციხიდან საგუბერნიო სატუსაღოში გადაიყვანეს. მას ოლქის სასამართლოსგან ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ეკატერინე გაბაშვილის პატივსაცემად ნადიმის გამართვას აპირებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს არსენალის ქუჩაზე ასტრახანელმა გლეხმა ივანე შჩენიკოვმა ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს 3-ჯერ ესროლა. შჩენიკოვი პოლიციამ დააკავა, მისი მეუღლე კი მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავარანგელოზის ეკლესიის წარმომადგენლებსა და სოფიო მიქელაძეს ეკლესიის ტერიტორიაზე აშენებული სახლის გამო უთანხმოება ჰქონდათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ოქტომბერში გაზეთ „თემის“ თანამშრომელმა სილოვან ხუნდაძეს მრუდე პედაგოგი და ენის დამმახინჯებელი უწოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობამ ქართული წარმოდგენების მოსაწყობად 1000 მანეთი გამოყო, სათილისმო ფარნის შესაძენად კი – 300 მანეთი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვანო ტორაძე მეთუნუქე იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში კოლეგიის მრჩეველი ალექსანდრე გრიგოლის ძე კოპკინი თბილისის სამაზრო სასამართლოს მდივნად მუშაობდა.