საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გაუგზავნა მისალოცი დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე ბარნაბა ყუფარაძემ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გაუგზავნა მისალოცი დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარნაბა ყუფარაძე იყო ქუთაისის ვაჭარ-მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მისალოცი დეპეშა გამოუგზავნა ცხინვალიდან უმაღლესი საბჭოს სახელით ალექსანდრე მაჩაბელმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მისალოცი დეპეშა გამოუგზავნეს ბაქოდან გიორგი ჟორდანიამ, ირაკლი დიდიძემ და შალვა ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „შევარდნების“ ვარჯიშთავმა (მწვრთნელმა) გიორგი ეგნატაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით რედაქციას მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მაიორი დელი იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის რწმუნებული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დულიტლი იყო ამერიკის კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ფრანსონი იყო იტალიის კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მელერი იყო ბელგიის კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მეიერი იყო შვეიცარიის საგანგებო დელეგატი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბერლემონი იყო შვეიცარიის კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ფარსედიანი იყო ესპანეთისა და ნიდერლანდების კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გურსკი იყო ნორვეგიის კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კრასკოვსკი იყო უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ლისნიაკი იყო უკრაინის გენერალური კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ილარიონ დავითის ძე ბერიძე იყო შავი ქვის მრეწველი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვაცლავ ოსტროვსკი იყო პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბურკვისტი იყო ლიტვის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მირზა თაღი ხან მოატ ზეზო დოულე იყო სპარსეთის გენერალური კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს აფრიამ ევანგულოვი იყო სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს უჯახოვი იყო მთიულთა წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ სასახლის აივნიდან სამადლობელი სიტყვით მიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცად ეროვნული დროშებით მისულ თბილისში მცხოვრებ მუსლიმებს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის და იყო მატრონე ბერიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მუსიკოსებმა, ია კარგარეთელმა და დიმიტრი არაყიშვილმა ქართულ კლუბს ახალი რომანსები წარუდგინეს, რისთვისაც პრემიები მიიღეს.