საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87527

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, დავით რუხაძე, მ. რამიშვილი და კონსტანტინე ცერცვაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, დავით აბდუშელიშვილი, რ. კახიძე და ლევან მურვანიშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ეკალაძის მოთხრობა „უსახელო“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ირაკლი წერეთლის წერილი „ძველი წელი გათავდა, გაუმარჯოს ახალ წელიწადს!“.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ალექსანდრე გიგინეიშვილმა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაასრულა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ოქტომბერში რაჭაში პოლიციელებს ყაჩაღებთან შეტაკება მოუხდათ. ყაჩაღი ტურიშვილი მოკლეს, ყრუაშვილი კი დაჭრეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს აბაკაროვი აბაშის ბოქაული იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში ი. ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე ლევან მამულაიშვილმა და ილია აგლაძემ ქართულ სკოლაში სწავლების ახლებური სტილის შემუშავება მოითხოვეს. მათი თქმით, სკოლა კურსდამთავრებულებს გიმნაზიასა და რეალურ სასწავლებელში მოსახვედრად ცუდად ამზადებდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა თამარა გოგოლაშვილის ნათარგმნი „ილიკოს უბედურების“ IV-V თავები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კატორღამისჯილი სერგო ახვლედიანი ქუთაისის სატუსაღოდან ირკუტსკის გუბერნიაში უნდა გაეგზავნათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტში პროფესორ სვიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძის ლექციას 8 სტუდენტი დაესწრო. სტუდენტებმა ერთდღიანი გაფიცვით პროტესტი გამოუხადეს პროფესორების შეცვლის სისტემას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ ლ. დარსაველიძემ გამოაქვეყნა სტატია დიდი ჯიხაიშის შესახებ.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, საგუბერნიო სატუსაღოში გამოძიებაში მყოფი ტუსაღი ქაჯაია გარდაიცვალა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 ნოემბრის „კვალში“ დაიბეჭდა ქრისტეფორე გურგენიძის წერილი 17 ნოემბერს ბათუმის ქალაქის საბჭოზე განხილული საკითხების – გურია-სამეგრელოს საეპარქიო კანცელარიის ბათუმში გადატანისა და ბათუმის საავადმყოფოს მოწესრიგების – შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვალერიან გუნიას პიესას „დაკეტილ კარებთან“ კავკასიის სცენებზე დადგმის უფლება დართეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არისტო ჭუმბაძე ნაფიც ვექილ გრიგოლ რცხილაძეს უნდა დაეცვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში დეპუტატების ამომრჩევლად ექიმი ოგანოვი დაასახელეს. 

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. კორძაია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველ ივნისს ვასილ ქოჩიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილ წევრად აირჩიეს.