რეგისტრირებული ფაქტები83615
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი წარუდგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი შეეგება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებს ქალაქის მოურავი, ლუკა ასათიანი თავმჯდომარეობდა. კრებას 332 დელეგატი ესწრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებზე გამგეობის წევრმა, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ ვერ დააგროვა გამარჯვებისათვის საჭირო ხმები და საარჩევნო პროცესს გამოეთიშა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 18 ოქტომბერს თბილისში, მიხაილოვის ქუჩაზე, 12 წლის ექვთიმე გუგუშვილმა შურისძიების მიზნით დანით დაჭრა ბიძაშვილი, 20 წლის სვიმონ გუგუშვილი, რომელმაც ორი თვის წინ მოკლა მოზარდის ძმა, ოლომფრე გუგუშვილი. დამნაშავე პოლიციამ მალე დააკავა. მიხეილის საავადმყოფოს ექიმები დაჭრილის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმში გემით ჩამოვიდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, მარია თეოდორეს ასული და ოლღა ალექსანდრეს ასული რომანოვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ზესტაფონში ქუთაისის სამხედრო სასულე ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელსაც იგორ ზლობინი ხელმძღვანელობდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბათუმში ჩავიდა, სადაც მას ქუთაისის გუბერნატორი, ფიოდორ გერშელმანი დახვდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მექი ფაღავამ განიხილა პეტრე გელაშვილისა და სამსონ ყიფიანის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი დავა და უკანასკნელს გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი, ტიტულოვანი მრჩეველი ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილი, კანცელარიის საქმეთა მწარმოებელი კურაკინი და მისი თანაშემწე ვალკევიჩი ბორჩალოს მაზრის სამმართველოსა და სასოფლო კანცელარიების შესამოწმებლად გაემგზავრნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1888 წლის 17 ოქტომბერს თბილისის გუბერნატორი თ.ა. ბიკოვი ბორჯომში გაემგზავრა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 ოქტომბერს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე ი. ს. შაიკევიჩი სამსახურებრივი მივლინებით თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ოქტომბერს სოფელ ნოსირში ავქსენტი ფაღავამ დამბაჩით დაჭრა თავად ივანე ელიზბარის ძე დადიანის მეწისქვილე, იესე კორზახია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის მახლობლად ტყის მცველებმა კეტებით სცემეს და დაჭრეს 60 წლის საბა გოგავა, რომელიც საღორიის ტყეში მის მიერ შძენილი რამდენიმე საჟენი შეშის წასაღებად იყო მისული.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონს ყოფილი მოურავის სასარგებლოდ 17133 მანეთის გადახდა დააკისრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 ოქტომბერს, სოფელ მელაანის მახლობლად, დავით ილიას ძე ანდრონიკაშვილი ოცდაათ შეიარაღებულ პირთან ერთად თავს დაესხა ზაქარია იესეს ძე ანდრონიკაშვილის ჯოგს და 50 სული წვრილფეხა საქონელი გაიტაცა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფილიმონ შომახია აბაშის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.