რეგისტრირებული ფაქტები83615
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს გიორგი ლასხიშვილი დრამატული საზოგადოების სახალხო წარმოდგენების გამგებლად აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს ნიკოლოზ ხიზანიშვილი დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს ვასილ სულხანიშვილი დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ბაქო-ბალახანის სამკითხველო ბიბლიოთეკის დასახმარებლად იროდიონ ევდოშვილის ინიციატივით ბალახანის თეატრში დაიდგა ვალერიან გუნიას წარმოდგენა „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მედიცინის დოქტორი, ქირურგი ბენკლევსკი პაციენტებს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კერძო კლინიკაში მიიღებდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ცნობა ახალქალაქის მაზრის უფროსის, გიორგი თარხან-მოურავის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ მიხეილ გაჩეჩილაძე ყვირილაში, ჩუბინიძის სახლში გახსნილი წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიის შესახებ იუწყებოდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია აბრამიშვილმა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, რესტორანი „იუჟნიე ნომერა“ გახსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ოქტომბერს გორში სტუმრად მყოფმა ეგზარქოსმა ფლაბიანემ მანეთით დააჯილდოვა სასულიერო სასწავლებლის მგალობელთა გუნდის ლოტბარი, ათი წლის იოსებ ბოჭორაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ოქტომბერს გორში სტუმრად მყოფმა ეგზარქოსმა ფლაბიანემ მადლობა გადაუხადა სასულიერო სასწავლებლის პედაგოგ გიორგი პარკაიძესა და ზედამხედველ დეკანოზ ღამბარაშვილს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წის 3 ოქტომბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ გორის მაზრის სასულიერო სასწავლებლები მოინახულა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ალექსანდრე ჭყონიამ, რომ არ იყო აუცილებელი საობლო სასამართლოს მოეთხოვა ანგარიში როინაშვილის ქონების ოპეკუნისთვის, რადგან ის განაგებდა საზოგადოების ანგარიშსაც და მას ზედამხედველობას უწევდა შესაბამისი კომისია.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის ოქტომბერში სამსონ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეწერათ სენაკის სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, რომ უჩვენონ მას საშუალება იმ ფულის გასასტუმრებლად, რომელიც მათი ანგარიშის თანახმად ზედმეტად დაიხარჯა სკოლის შენობაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ოქტომბერში გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა დაამტკიცა თბილისის საბჭოს დადგენილება, რომლის თანახმად, ქალაქის სამ ახალ სკოლას და სიონის ტაძრის მიმდებარე ქუჩას ერეკლე მეორის სახელი ეწოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრებად ი.ს. ხუნჯუა და პლატონ შაფათავა აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრებად მ. ა. ალანია, ს. დ. გოგინავა და პ. ს. ეგორშევი აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის კომისიის წევრებად ვ. ი. ჯაიანი, ლ. ვ. კონოვალოვი და ნ. ფ. ტკაჩენკო აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის კომისიის წევრებად მ. გ. ანდღულაძე, ბ. ტ. გაბელია და დ. გ. გრიგოლია აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის სადგილმამულო ბანკის საფინანსო კომისიის წევრებად მ. ი. გროდსკი, ალექსანდრე (ალექსი) დიმიტრის ძე გუგუშვილი და კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე აირჩიეს.