რეგისტრირებული ფაქტები87493
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე კრებას საჩხერის რაიონის დელეგატებმა მოახსენეს ცნობები დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმეზე.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა თუმანოვს განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ალ. საღარეიშვილის სტატიის მიხედვით,სოფ. თამაკონის პირველდაწყებით სკოლას აგრონომიული განყოფილება ჰქონდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ი. კაკაბაძემ შავი ქვის ამხანაგობას ჭიათურის საკვირაო სკოლისთვის დახმარება სთხოვა. ამხანაგობამ სკოლას 100 მანეთი გამოუყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძეს ერთმა შეძლებულმა ქართველმა სპარსეთში წარმოდგენების გასამართად დასის შედგენა შესთავაზა. იგი ჯანელიძეს გარანტიად 2 000 მანეთს, ხოლო ავანსად – 500-ს შეჰპირდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ც. ამირაჯიბს ერთი წელი ქუთაისის დასში უნდა ემუშავა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ჭიათურაში ი. კაკაბაძის ინიციატივით გახსნილ საკვირაო სკოლაში ანაზღაურების გარეშე ასწავლიდნენ თვითონ კაკაბაძე, ასევე ბესარიონ ვაშაძე და კარპე მოდებაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ი. კაკაბაძისა და რამდენიმე ახალგაზრდის ინიციატივით ჭიათურაში საკვირაო სკოლა გაიხსნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წიგნების გამომცემელი ამხანაგობა „ცისკარი“ გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილის მიერ თარგმნილი ლეგენდის – „გადარჩენილის“ გამოცემას აპირებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თევდორე ღლონტს იაკობ მანსვეტაშვილი ბაქოში უნდა ენახა და კოოპერაციის რედაქტორის დავალებით ჟურნალის გამოცემის შესახებ მოლაპარაკებოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 20 ივნისს ანა სოღორაშვილი ბათუმში საკვირაო სკოლის სასარგებლოდ გამართული სახალხო წარმოდგენის ორგანიზატორი იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქუთაისელმა ვაჭრებმა ლ. ი. პერელმანმა და სხვებმა ერთ ოდესელ ვაჭართან ერთად დააარსეს ფოთი-ჭიათურის შავი ქვისა და ლითონის მწარმოებელი საზოგადოება, რომელსაც უნდა დაემუშავებინა შორაპნის მაზრის შავი ქვის მადნები, გაემართა სამეტალურგიო და სამთო ქარხნები. სამთო საქარხნო მრეწველობის ნაწარმი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გაეტანა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი 26 ხმით 3-ის წინააღმდეგ სოხუმის ქალაქისთავად აირჩიეს.

