რეგისტრირებული ფაქტები87475
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით მეგრელთა მე-16 პოლკის პორუჩიკი დიმიტრი საგინაშვილი გენერალ პეტრე კოტლიარევსკის ქართველთა მე-14 პოლკში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ფრანგული გაზეთის, „ლე ჟურნალის" რედაქციამ კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის დასათვალიერებლად საგანგებო კორესპონდენტი პლონი გაგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილმა საჩუქრად მაგიდა გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამბროსი ხელაია სოხუმში დანიშნეს მღვდლად, მაგრამ აფხაზეთში რუსული შოვინისტური პოლიტიკისადმი შეურიგებელი ბრძოლის გამო რაჭაში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს დეპარტამენტმა სამინისტროს რწმუნებულ იაკობ მედვედევს შეატყობინა, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღს ყოველწლიურად გადასცემდნენ 500 მან. შემწეობას იმ პირობით, რომ ბაღი შეღავათიან ფასად (25% ფასდაკლებით) დაუთმობდა ხეხილის ნერგებს სამრევლო, სამეურნეო და საერო განათლების სამინისტროს სკოლებს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა კავკასიის წყლების უფროსი ს. ს. პეტროვი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს რუსეთის სატექნიკო საზოგადოების განყოფილებამ ინჟინერ-ტექნიკოსი ბახმეტიევი თავის წარმომადგენლად დანიშნა კავკასიის გამოფენის გამმართველ კომიტეტში.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი მეტეხის ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი გადაასახლეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელიამ ფოთის სამრევლო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ალექსანდრა ჩაჩანიძე-გაწერელია ფოთში სცენისმოყვარეთა გუნდის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ დრამატული საზოგადოება დააარსა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ბათუმის ბრძოლის მონაწილე, წყალტუბოს რაიონის სოფ. მაღლაკის მცხოვრები სერგო ივანეს ძე ჟორჟოლიანი 1901 წელს დაიბადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იტალიაში მგზავრობის შემდეგ პარიზში დაბრუნებულ თედო სახოკიას იქ არჩილ ჯორჯაძე დახვდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თედო სახოკია ნამდვილი იტალიური ენის შესასწავლად ფლორენციის ახლოს, ქალაქ პისტოიის მეზობელ სოფელ კაპოსტრადაში გაემგზავრა.

