რეგისტრირებული ფაქტები83881
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 თებერვალს ოლოვერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისში 140 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონი შენდებოდა, რომელსაც იმ დროისთვის მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვებოდა.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 1) დაბეჭდილ სტატიაში „უძველესი თქმულებანი კავკასიაზე“ პეტრე უსლარი აღნიშნავდა, რომ აფხაზური და ოსური ენების დამწერლობისთვს ძირი ქართული ანბანი უნდა გამხდარიყო. პოლიტიკური მოსაზრების გამო ეს აზრი უარყვეს და აფხაზურ და ოსურ დამწერლობას საფუძვლად რუსული ანბანი დაედო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის ჟურნალი „ივერია“ სამი განყოფილებისგან შედგებოდა: ბელეტრისტული რომანები, მოთხრობები, პოემები, ლექსები (ორიგინალიც და თარგმნილიც), წერილები – ისტორიული, კრიტიკული, ეთნოგრაფიული, მოგზაურობა და სხვა, ქრონიკა – (შინაური მიმოხილვა), სამეცნიერო წერილები, თეატრი და ახალი წიგნები.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ხაზინაში 7 793 491 480. 36 მანეთი ჰქონდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, სამეურნეო-საურთიერთო კრედიტის საზოგადოებაში 1 422 392. 82 მანეთი ჰქონდა. ამ თანხიდან 318 მანეთი ჩამოეწერა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ამიერკავკასიის ბანკში 216. 16 მანეთი ჰქონდა, ცენტრალურ ბანკში – 128 000, კოოპერატიულ ბანკში – 30 174. 35.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარე იყო იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ამიერკავკასიის, ცენტრალურ და კოოპერატიულ ბანკებში შენახული ფული ჩამოეწერა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომლის თავმჯდომარე იყო იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, 59 682 192 94. 36 მანეთი შეუვიდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, 51 888 701 462 მანეთი დახარჯა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრებმა, ბ. ქუთათელაძემ და ერმალოზ კიწმარიშვილმა თანამდებობაზე უარი განაცხადეს.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში ფილიპე სიმონის ძე ფილიპოვს ჭურჭლისა და ავეჯის მაღაზია ჰქონდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომლის თავმჯდომარე იყო იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ხაზინაში 53 754 331. 64 მანეთი ჰქონდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იყო იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, წიგნებით დაეხმარა კავკავისა და ბაქოს სკოლებს, ასევე სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, 1 392 მანეთის წიგნები გასცა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ჰქონდა მცდელობა, აღედგინა ძველი უფლებები და მოქმედების არეალი გაეფართოებინა. მისმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წელს თბილისის გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოსწავლე ს. ციციშვილმა ყუმბარა ისროლა და მოქალაქე დაჭრა, რის გამოც ის დააკავეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში წვრილ მემამულეთა არჩევნები გაიმართა, რომელსაც სულ 19 ადამიანი დაესწრო. არჩევნებში ვარლამ ლევანის ძე გელოვანი, ნიკოლოზ ვლადიმერის ძე ჩიქოვანი, ალექსი ვახტანგის ძე გელოვანი, ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანი და ნიკოლოზ მეთოდეს ძე ჩარკვიანი მონაწილეობდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში წვრილ მემამულეთა არჩევნებში გედევან გაბუნიას მონაწილეობაზე საზოგადოების ნაწილმა უარი განაცხადა, რის გამოც ყუთი არ დაუდგეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 სექტემბერს ლეჩხუმში წვრილ მემამულეთა არჩევნებზე სამაზრო ამომრჩევლებად ვარლამ ლევანის ძე გელოვანი და ოთარ თენგიზის ძე დადეშქელიანი დაასახელეს.