რეგისტრირებული ფაქტები90426
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის 1-ლი სამკითხველოს დღიური შემოსავალი 69.96 მანეთი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა საქველმოქმედო კონცერტის გამართვა ოლღა ჭავჭავაძეს მიანდეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, დიმიტრი არაყიშვილმა საზოგადოებას თავისი სიმღერების კრებული შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ პეტრე მირიანაშვილს დაავალა, სტამბებიდან მოეგროვებინა ცნობები ლექსიკონების დაბეჭდვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ვლადიკავკაზის საკვირაო სკოლას 70.30 მანეთის საკანცელარიო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 200 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს წიგნების ანგარიშში 75 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „დედაენის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 500 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ყიფშიძეს დავით კლდიაშვილის მოთხრობების შესწორებაში 10 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯები ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა დაამტკიცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ერმალოზ ვეფხვაძემ საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ ხარაგაულში სამკითხველო გაეხსნათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნინო ერისთავმა საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მათ მიერ გამოცემული წიგნები სოფელ რეხის სკოლისთვის უსასყოდლოდ გადაეცათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 30-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქის გამგეობის მეოთხე წევრად ტ. ა. ენფიანჯიანცი აირჩიეს 28 ხმით 6-ის წინააღმდეგ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს 23 ოქტომბერს სამეურნეო საზოგადოების ოთახში გაიმართა მეურნეთა კრება ფ. ა. შიმანოვსკის თავმჯდომარეობით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება. კრებაზე კავკასიის განყოფილების საპატიო წევრებად აირჩიეს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი, მისი თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე, საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე, სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩი და გრაფი ალექსეი უვაროვი.

