საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90426

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ოქტომბერს გაზეთ „კვალში“ მოსაუბრის ხელმოწერით ფილიპე მახარაძის წერილი „საუბარი სხვადასხვა საგნებზე“ გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება, რომლის ხაზინადრად კავკასიის მუზეუმის დირექტორის თანაშემწე მილლერი აირჩიეს.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება. კრების თავმჯდომარე იყო გრაფი ალექსეი უვაროვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს სამოსწავლო ოლქის ინსპექტორი ლოპოტინსკი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საბჭოს დარბაზში გაიმართა ქალაქის ხმოსნების კრება გამგეობის მეოთხე წევრის არჩევასთან დაკავშირებით. არსებული კანდიდატების გარდა დაასახელეს ქალაქის სანიტარულ-სამკურნალო ინსპექტორი სტეფანოვი და ხმოსანი ლაზარე ტიგრანოვი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 18 ოქტომბერს მევენახეთა და მეღვინეთა კრებაზე ს. ნ. ტიმოფეევმა და პავლე ყიფიანმა წაიკითხეს მოხსენება კავკასიაში ღვინის შემოტან-გადმოტანისა და გასაღების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 18 ოქტომბერს მევენახეთა და მეღვინეთა კრებაზე ი. ი. ტუსკაევმა წაიკითხა მოხსენება „მევენახეობა თერგის ოლქში“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 ოქტომბერს მეღვინ-მევენახეთა სხდომაზე გ. ი. გოგოლ-იანოვსკიმ წაიკითხა მოხსენება სეტყვიან ღრუბლებთან ზარბაზნებით ბრძოლის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა და მისმა თანაშემწე ალექსანდრე ფრეზემ ინახულეს სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ ხრიმიანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 ოქტომბერს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე ყარსში გაემგზავრა ჯარების დასათვალიერებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ივანე რატიშვილსა და პეტრე მირიანაშვილს ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის გადასარიცხი თანხის აღრიცხვა და წიგნების გაგზავნა დაევალათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს აცნობა, რომ საჭირო იყო ხელთუბნის სკოლის რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბრის ოქმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონის დაბეჭდვის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531. 11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა დააკმაყოფილეს მარიამ დემურიას თხოვნა და ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის შესაწირი 18 თუმანი გადადეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივნისში თბილისის 1-ლ სამკითხველოს 33 მანეთი და 73 კაპიკი ჰქონდა დახარჯული. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 4617. 36 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 9-დან 16 ოქტომბრამდე საზოგადოებას 22459.82 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22459. 82 მანეთს შეადგენდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ წინარეხის სკოლის მასწავლებლებს მოუწოდა, გაკვეთილების ხანგრძლივობა გაეზარდათ და მეტი ენთუზიაზმით ემუშავათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის მასწავლებლებს განუცხადა, რომ სასწავლო პროცესში არსებული დარღვევები უნდა გამოესწორებინათ.