რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ფოტოსახელოსნოს რეტუშორის, ავალიშვილისთვის დაენიშნა ხელფასი – თვეში 10 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა პართენ გოთუას კავკავის სკოლის გამგედ დანიშვნის თაობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და მხედველობაში მიიღეს კავკავის სკოლის მასწავლებლის ნიკოლოზ კურდღელაშვილის განცხადება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის და ყოფილი მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ მან საზოგადოების ქონება და საქმეები ჩააბარა გამგეობის მიერ არჩეულ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლუკა რაზიკაშვილის თხოვნა მისი ჰონორარიდან შიო ქუჩუკაშვილისა და ანტონ გოგიაშვილისთვის თანხის მიცემის შესახებ. მისი ჰონორარი იყო 334. 37 მანეთი, მიღებული ჰქონდა – 265, ეკუთვნოდა 69. 37 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ და დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვეს, ფოტოსახელოსნოს რეტუშორის, ავალიშვილისთვის, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა საზოგადოებას, დაენიშნათ ხელფასი – თვიურად 10 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან 10 მანეთი შიო ქუჩუკაშვილისთვის მიეცათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში ელენე ანტონოვსკაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერისთვის დამატებით მიეცათ 10 მანეთი, გარდა იმ 15 მანეთისა, რომელიც უკვე მიეღო საზოგადოების სალაროდან. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სკოლის ბაღის ღობე დაზიანდა და მის აღდგენას სჭირდებოდა ორი ურემი ფიჩხი და ერთი ურემი ძეძვი 9 მანეთის ღირებულებისა. ასევე საკლასო ოთახის ფანჯრებს აკლდა შუშები, რომელთაგან 10 დიდი შუშა მან თავისი ხარჯით ჩასვა და 4 პატარა შუშა დარჩა, სულ 5 მანეთისა. ის ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან ყოველთვიურად 10 მანეთი ანტონ გოგიაშვილისთვის მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა 300 მანეთი, რომელიც ეკუთვნოდა „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის 30 „დედა ენა“ და 10 „რუსკოე სლოვო“ (I ნაწილი) გაეგზავნათ. წიგნები ჯამში 12.80 მანეთი ღირდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ოქტომბერში საპატიო წევრმა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1895 წლის 9 თებერვალს მან საზოგადოებას შესწირა 763 ცალი „ვეფხისტყაოსანი“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორია“ იმ პირობით, რომ შემომწირველს მიეცემოდა წიგნების გაყიდვიდან შემოსული ფულის ნახევარი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ თანხა საკლასო დაფისა და 18 მერხის შესაღებად.

