საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90434

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ი. ხომერიკი სოფ. ფარცხმის სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გრუზენბერგი ადვოკატი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა ბალახანში გამართა 6 წარმოდგენა, რომელთაც 905 კაცი დაესწრო. თითოეულ წარმოდგენას დაახლოებით – 150 მაყურებელი. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ექიმი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩის №16-ში იღებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ნოემბერს რაჟდენ ცანავა საგუბერნიო სატუსაღოდან სამუშაოდ თბილისში გაგზავნეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ხომერიკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფ. ფარცხმის სამრევლო სკოლისთვის ჟურნალ „ნაკადულის“ გამოწერის გამო მადლობა გადაუხადა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი დავით ზაქარაია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ხლადოვსკი პროკურორის მოადგილე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 ნოემბერს მიხეილ პაპისოვი საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 4 ნოემბერს თედორე პეტროვი ჭლექით გარდაიცვალა საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ა. ტერ-აკოფოვის სკოლა პანსიონში მოსწავლეებს 6 წლიდან იღებდნენ და მეხუთე კლასამდე ამზადებდნენ გიმნაზიებში, რეალურ სასწავლებლებში, კადეტთა კორპუსსა და სხვა სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ა. ტერ-აკოფოვის სკოლა-პანსიონი განოვის ქუჩის №11-ში მდებარეობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრებმა კონსტანტინე ფოცხვერაშვილს კონცერტის ორგანიზებისთვის 300 მანეთი გადაუხადეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს თამარ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობამ ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად 35 მანეთი გასცა, ხოლო პანაშვიდებზე გაღებული ხარჯი 375.22 მანეთს შეადგენდა. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იოსებ დადიანი იყო, თავმჯდომარის ამხანაგი — სვიმონ კვიტაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იასონ კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლის მსახურთა დასახმარებლად 180 მანეთი გაიღო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის მდივანი სიო ჭანტურიშვილი იყო, მოლარე კი — ვასილ ხუჭუა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის მდივანი ანდრია თეოდორეს ძე ომელანენკო ოზურგეთის მაზრის მმართველის მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს შტაბს-როტმისტრი მირიან ბეჟანის ძე ჭყონია ოზურგეთის მაზრის მმართველის თანაშემწე იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პორუჩიკი ივანე სამუელის ძე ვოლკოვი ოზურგეთის მაზრის მმართველის თანაშემწე იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს მაიორი პეტრე ნიკოლოზის ძე ივანოვი ოზურგეთის მაზრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ იაკობის ძე კორჟინსკი ქუთაისის პოლიციის მმართველი და ქალაქის კომენდანტი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ირაკლი იოსების ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის მაზრაში მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის ასისტენტი კლიმენტი ნიკოლოზის ძე დობრჟინსკი ქუთაისის მაზრის მმართველის დამხმარედ მუშაობდა.