საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ 1829 წლის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ოცდამეცხრამეტე ნომერში ივანე ეგორის ძე პაროტს გამოუქვეყნებია ნარკვევი, სადაც აღუწერია თავისი მეორე აღმასვლა არარატის მთაზე და უხსენებია დაბა არგურის უხუცესი სტეფან მელიკო, ვინც ამ აღმასვლის მოწმე ყოფილა. სწორედ ამ კაცის, როგორც პაროტის ექსპედიციის წარუმატებლობის მთავარი მოწმის სიტყვებს ეყრდნობოდა ი. შოპენი თავის სტატიაში, სადაც უარყოფდა პაროტის მიერ არარატის დალაშქვრას.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. სანკოვსკი ურჩევდა შოპენს, განათლებულ ადამიანსა და დიდი სარგებლის მომტან ჩინოვნიკს, ნაკლები ნდობით მოკიდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მსჯელობას იმ საგნებზე, რომელთა შესახებ მათ არ გააჩნდათ საფუძვლიანი ცოდნა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. მთამსვლელთა ექსპედიციის ამბები სანკოვსკის გამოუკითხავს დიაკვანი ხაჩატურისათვის, რომელიც პაროტს ახლდა მისი არარატის მთაზე აღმასვლის დროს და ერთი წუთითაც არ მოშორებია მას. გამომცემლის თქმით, ამ კაცის მონათხრობში არსებული წვრილმანები აქარწყლებდა ყოველგვარ ეჭვს ექსპედიციის წარუმატებლობის შესახებ.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი პ. სანკოვსკის შენიშვნიდან ირკვევა, რომ 1829 წლის 27 სექტემბერს, არარატის მთაზე აღმასვლის დროს, პროფესორ პაროტს თან ახლდა ხაჩატურ აბოვიანი, იმ დროს დიაკვანი, შემდგომში ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის სტატია ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის სტატია ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ. სტატიაში ავტორი წერდა, რომ არარატის მთაზე ფეხი არავის დაუდგამს ბიბლიური ნოეს შემდეგ. ამას გაზეთში მოსდევდა გაზეთის გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა, საიდანაც ირკვევა, რომ არარატის მწვერვალი პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტს დაულაშქრავს.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის წერილი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისთან, სადაც იგი წერდა, რომ განსაცვიფრებელი ამბავი იქნებოდა, მას, სომხეთის მოქალქეს, გამორჩენოდა ისეთი ღირშესანიშნავი ფაქტი, როგორც არარატის მწვერვალის დაპყრობა იყო (სანკოვსკი თავის შენიშვნაში, რომელიც ერთვოდა შოპენის სტატიას ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ, მიუთითებდა, რომ არარატის მწვერვალი პროფესორ პაროტს ჰქონდა დაპყრობილი). შოპენი აღნიშნავდა, რომ იმ დროს, როცა პაროტის ექსპედიცია არარატის მისადგომებთან დაბანაკებულიყო, ისიც სამსახურებრივი დავალებით ახლომდებარე სოფლებში მოგზაურობდა, ამიტომ ყოველდღიურად ინტერესდებოდა ექსპედიციის ამბებით. მისი მტკიცებით, ექსპედიციას მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე მიუღწევია და იქ ჯვარი აღუმართავს. ამ ფაქტის მოწმე ყოფილა დაბა არგურის უხუცესი სტეფან აღა, ვისთვისაც შოპენს გამოუკითხავს მთაზე ასვლის ამბები.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი ივანე ივანეს ძე შოპენის წერილიდან ირკევა, რომ 1829 წელს იგი სამსახურებრივი დავალებით მოგზაურობდა არარატის მთის მახლობლად მდებარე სოფლებში.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის წერილი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისთან, სადაც იგი წერდა, რომ პროფესორ პაროტის ექსპედიციას არარატის მთის მხოლოდ გარკვეული სიმაღლისთვის მიუღწევია. შოპენის აზრით, ექსპედიციას შეიძლება კლიმატურმა პირობებმა შეუშალა ხელი – როცა იქ ჩასულან, არარატი თოვლის სქელი ფენით ყოფილა დაფარული.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების მიხედვით, გაზეთი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ 1832 წელსაც გამოვიდოდა ყოველი კვირის შაბათ დღეს.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების მიხედვით, „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-სგან დამოუკიდებლად გამოიცემოდა სალიტერატურო ნაწილი ყოველი თვის პირველსა და თხუთმეტ რიცხვში.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების მიხედვით, 1832 წელს გაზეთი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ სალიტერატურო ნაწილთან ერთად ეღირებოდა 8 რუბლი ვერცხლით კავკასიის ქედს აქეთ და 40 რუბლი ასიგნაციებით ქედს იქით.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადებაში სანკოვსკი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მრავალი პირი, განსაკუთრებით რუსეთში, მოინდომებდა „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს მხოლოდ სალიტერატურო ნაწილის შეძენას, ამიტომ გამომცემლობა საშუალებას აძლევდა ასეთ პირებს, გამოეწერათ სალიტერატურო ნაწილის წლიური გამოცემა 5 რუბლად კავკასიის ქედს აქეთ და 25 რუბლად ასიგნაციებით ქედს იქით.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. იგი 1832 წლის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ სალიტერატურო ნაწილის ნომრებს უფასოდ ჰპირდებოდა იმ პირებს, რომლებმაც 1831 წელს გაზეთის ყველა ნომერი ვერ მიიღეს.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების მიხედვით, „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს 1832 წლის სრული გამოცემა ეღირებოდა 3 რუბლი ვერცხლით კავკასიის ქედს აქეთ და 15 რუბლი ასიგნაციებით ქედს იქით.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების მიხედვით, ამ პერიოდული გამოცემის მსურველთ უნდა მიემართათ „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს საგამომცემლო კომიტეტისათვის, ხოლო საქართველოს საფოსტო კანტორა იზრუნებდა გაზეთების დარიგებაზე იმ პირთათვის, ვინც სხვა ქალაქებში ცხოვრობდა.

1831

ტიპი: ავტორობა

1831 წლის პირველ დეკემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. სანკოვსკი აცხადებდა, რომ სახელმწიფო სახაზინო განცხადებები გაზეთში მიიღებოდა უფასოდ, ხოლო კერძო პირთათვის კი ტექსტის ერთი ასო ეღირებოდა მეოთხედი კაპიკი ვერცხლით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ შაქრო ივანეს ძე თომაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს სახლში იმყოფებოდა, როდესაც მასთან მივიდა შაქრო გუნდიაშვილი, შაქრო ალხაზიშვილი და სხვ. იარაღის ჩამოსართმევად, წაიღეს მისი ძმის „ვინტოვკა“, საკუთარი კი დამალული ჰქონდა. თომაშვილმა მათ თავი აარიდა და წავიდა მეჯვისრხევში, გზაში ხვდებოდა პატარ-პატარა პარტიები, რომლებიც ხალხისთვის იარაღის ჩამოსართმევად მიდიოდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ შაქრო ივანეს ძე თომაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს შუადღისას ჩავიდა მეჯვრისხევში და შინაურებმა უთხრეს, რომ იკითხეს მისი თოფი, რის გამოც შეეშინდა მთავრობისგან მიბარებული „ვინტოვკა“ უცხოს არ წაეღო და თავად წაიღო ჩასაბარებლად კანცელარიაში, სადაც შეიარაღებული გეურქა შახნაზაროვი, ვანო ათულაშვილი, ლადო ფსიტიძე დახვდნენ, მათ თოფი არ ჩამოართვეს, რის შემდეგაც თავისივე თოფით გამოიპარა სახლში, თოფი დამალა და 10 ნოემბერს დილით წავიდა გორში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს დილის 9-10 საათზე მასთან სახლში მივიდა ხალხი ცალთვალა გეურქა შახნაზაროვის მეთაურობით, მას თან ახლდა კარაპეტ მეჩიტოვი, ზიზო (პავლე) ეჯოშვილი და სხვ. თოფასხმულები, რომლებიც ვერ იცნო. მათ ბათიაშვილს სთხოვეს თოფი და რევოლვერი, რაზეც უარი უთხრა, რადგან არ ჰქონდა, თუმცა ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ იარაღი გამოეტანა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, 9 ნოემბერს მასთან მისულმა გეურქა შახნაზაროვმა უთხრა დაბეზღებული იყო, რომ იარაღი ჰქონდა და დაჟინებით სთხოვდა გამოეტანა, რაზეც იძულებული გახდა გამოეტანა სანადირო თოფი, რაც უვარგისობის გამო დაუწუნა და დაუბრუნა.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 7 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისში იყიდებოდა მაიორ შმატოვის კერძო ქვის სახლი მეზონინით, ეზოთი და დამხმარე სათავსოებით. სახლის ფასადი სამეფო მოედნისკენ გადიოდა. მსურველებს უნდა მიემართათ თვით მაიორი შმატოვისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს მასთან მისულმა გეურქა შახნაზაროვმა მოსთხოვა ნაგანი გამოეტანა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა. ზიზო (პავლე) ეჯოშვილმაც თქვა, რომ თუკი ნამდვილად არ ჰქონდა ვერც გამოიტანდა. ამის შემდეგ დაინახა ხალხის ბრბო, რომელიც ფრონტისკენ მიიწევდა.

1831

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წლის პირველი დეკემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენის მეუღლე იყო ელიზავეტა დიმიტრის ასული როზენი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი დეკემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის 8 ნოემბერს ეჩმიაძინის მონასტერში აკურთხეს სომეხთა ახლად არჩეული პატრიარქი ოვანესი.