რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ წერს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოება დიდ მადლობას უხდიდა სოლომონ მესტიაშვილს, რომელმაც საზოგადოების წიგნის მაღაზიას 100 ცალი საყმაწვილო წიგნი „ბუნების მოვლენანი“ შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოხუმში მცხოვრებმა ვაჭარმა საჩინო ქრისტეფორეს ძე თურქიამ ჰამბურგის ლატარეაში მოიგო 200 688 მარკა, რომლის ასაღებად თვის დამლევს უნდა წასულიყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ილორის მღვდელ ლუკა გრიგოლიას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ ქურდები და მძიმედ დაჭრეს მოხუცებული მღვდელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიკოსი სტუდენტის, მიხეილ (მიშა) ესტატეს ძე ლომიძის მამიდა იყო ელისაბედ დიმიტრის ასული ლომიძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიკოსი სტუდენტის, მიხეილ ლომიძის მამა იყო ესტატე დიმიტრის ძე ლომიძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიკოსი სტუდენტის, მიხეილ ლომიძის დედა იყო ელისაბედ ანდრიას ასული ლომიძისა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო ივანე ბერიძე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვალს გ. შარაშიძის ცნობით, დათია ბაღიშვილი თავის ძმისწულ სტეფანე ბაღიშვილთან და ივანიკა საბაშვილთან ერთად ცოფიანმა მგელმა დაკბინა. გლეხებს ოზურგეთის მოსახლეობამ თანხა შეუგროვა და 24 თებერვალს ოდესაში გაგზავნა სამკურნალოდ.

