რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი გიორგი ცერცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ კირცხის სკოლას სჭირდება შემდეგი სასწავლო სახელმძღვანელოები და ნივთები: „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი – 30, II ნაწილი – 8 ეგზემპლარი, „დედა ენა“ – 30, „ბუნების კარი“ – 8, 30 ასპიდის დაფა და გრიფელები, 30 ფანქარი, 30 დასტა საწერი ქაღალდი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 28 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ ალხაზოვს მოუხდა მტერთან შეტაკება, რომელშიც პრაპორშჩიკი დადიანი და ორი ჯარისკაცი დაიჭრნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 ივნისს გენერალ ალხაზოვის ჯარს აფხაზეთში ოსმალები დაესხნენ თავს. ბრძოლის დროს დაიჭრა 21 ქართველი ჯარისკაცი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 28 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ ალხაზოვმა ოსმალები მდინარე კოდორის მეორე მხარეს გააძევა და ამით თავიდან აიცილა აფხაზეთში დაპირისპირება.
1880
ტიპი: ავტორობა
მასწავლებელ რაჟდენ თარხანოვის ცნობით, 1880 წლის 28 თებერვალს სოფელ კონდოლის სკოლაში მისმა წინამორბედმა მასწავლებელმა მიიღო: 10 ეგზემპლარი „დედა ენა“, 8 ცალი „ბუნების კარი“, 12 ცალი რუსული ენის სახელმძღვანელო შედგენილი კალანდარიშვილისგან, 12 ცალი „იგავ-არაკნი“, 12 ცალი ქართული წერის დედანი, 10 ასპიდის დაფა, 16 კალმისტარი, 24 ფანქარი, 6 ცარცი, თეთრი და შავი ქაღალდი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ კონდოლის მასწავლებელმა რაჟდენ თარხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ გამგეობისგან გამოგზავნილი წიგნები და ნივთების ნაწილი დაურიგა მოსწავლეებს, რომელთაც ხელი მოაწერეს აღრიცხვის ჟურნალში, ზოგი კი დაცული იყო სკოლის ბიბლიოთეკაში და აღრიცხული ბიბლიოთეკის კატალოგში, აგრეთვე ბიბლიოთეკაში ინახებოდა და თავისუფალ დროს მოსწავლეები სარგებლობდნენ თავისუფალ საკითხავად 19 ეგზემპლარ სხვადასხვა წიგნს.

